რეზონანსი
(05.10.2025)

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის ორგანიზებისთვის დაკავებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

„გამოძიება დაწყებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით, 5 ადამიანი არის დაკავებული. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისად, ყველა პიროვნების იდენტიფიცირების შემდეგ, ყველა შესაბამის სამართლებრივ პროცესში მიეცემა", - განაცხადა გეკა გელაძემ.

კითხვაზე უნდა ველოდოთ თუ არა იმას, რომ დაკავებულთა რიცხვი გაიზრდება, გეკა გელაძემ უპასუხა, რომ „რა თქმა უნდა".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე