რეზონანსი
(05.10.2025)
საარჩევნო უბნებზე გაკვირვებულები ვიყავით ტექნოლოგიების იმ დონით, რაც დაგვხვდა, საფრანგეთში მსგავსი რაღაცები არ გვაქვს, ასევე ევროპის ბევრ ქვეყანაში, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა საფრანგეთიდან, ბენოისტ ფრანსუა მარიმ განაცხადა.
„როდესაც ჩვენ საარჩევნო უბნებთან მივედით, გაკვირვებულები ვიყავით ტექნოლოგიების იმ დონით, რაც დაგვხვდა. იყო შემოწმების და კონტროლის მაღალი დონე. საფრანგეთში მსგავსი რაღაცები არ გვაქვს, ასევე ევროპის ბევრ ქვეყანაში.
ჩვენ გაკვირვებულები და კმაყოფილები ვიყავით ამის ნახვით. საარჩევნო უბნებთან არ იგრძნობოდა დაძაბულობა“,- განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა, ბენოისტ ფრანსუა მარიმ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე