რეზონანსი
(05.10.2025)

ვერ შედგა მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, გუშინ, აქციაზე დაზარალებული პოლიციელების კლინიკაში მონახულების შემდეგ.

მისი თქმით, დაჯგუფების მიმართ, რომლებიც ცდილობდნენ ხელისუფლების დამხობას გამოყენებული იყო პროპორციული ძალა.

გეკა გელაძემ თითოეული პოლიციელს მადლობა გადაუხადა.

„გუშინ, ძალადობრივ აქციაზე დაზარალებული 30-ზე მეტი პოლიციელი, რომელთაგან ნაწილი გაწერილ იქნა სახლში საშუალო დაზიანებებით. დარჩა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებაში 2 პოლიციელი, რომელთა მდგომარეობაც საკმაოდ მძიმე გახლდათ გუშინ. დღეს შედარებით სტაბილურობა გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ ექიმების განმარტებით მალე უკეთესობა გვექნება. მინდა თითოეულ პოლიციელს, რომელიც გუშინდელ აქციაში იღებდა მონაწილეობას მადლობა გადავუხადო. საკმაოდ მაღალი სტანდარტით მოხდა, გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა. მინდა ასევე საზოგადოებამ იცოდეს, რომ ნებისმიერ კანონდარღვევაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. ვერ შედგა „მშვიდობიანი დამხობა" მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა", - განაცხადა გეკა გელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე