რეზონანსი
(05.10.2025)
იქ რაზეც არის საუბარი, ეს ყველაფერი ვნახეთ უკვე რეალურ ცხოვრებაში, გუშინ. ამას არავითარი დამატებითი მტკიცებულება არ სჭირდება. რაც შეეხება თვითონ ჩანაწერს, ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერის ავთენტურობით დაინტერესდა.
მისი თქმით, ეს უნდა გაარკვიოს გამოძიებამ.
შეგახსენებთ, რომ გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელიც თითქოსდა პაატა ბურჭულაძისა და ბაჩო ახალაიას საუბარს ასახავს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე