რეზონანსი
(05.10.2025)

ტექნიკური მხარე იყო გამართული და არ იყო არანაირი ხარვეზი, რომელიც პროცესს შეაფერხებდა, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა უნგრეთიდან, ექსპერტმა ლასლო იშტვან ნემეთიმ. მისი თქმით, ეს არჩევნები შეესაბამებოდა დემოკრატიულ სტანდარტებს.

"საქართველოში პირველად ვარ და ეს ჩემთვის კარგი გამოცდილებაა. ჩვენ ვიმყოფებოდით საარჩევნო უბნებზე, ჯერ თბილისში და შემდეგ - ბათუმში. სიტუაცია ორივეგან ერთნაირი იყო - ტექნიკური მხარე იყო გამართული და არ იყო არანაირი ხარვეზი, რომელიც პროცესს შეაფერხებდა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პერსონალის კეთილგანწყობა და კარგი მომზადება. ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი და შეესაბამებოდა დემოკრატიულ სტანდარტებს", - აღნიშნა დამკვირვებელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე