რეზონანსი
(05.10.2025)

შსს-ს თანამშრომლებმა პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ საგანგებო ბრიფიგზე განაცხადა.

მისი თქმით, დაკავებულებს ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელოდებათ.

მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა დარახველიძემ.

რამდენიმე წუთის წინ მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე კლინიკა "ჰელსიკორიდან" გამოყვანეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე