რეზონანსი
(04.10.2025)

ამდენი ხალხი, თითქმის წელიწადია ქუჩაში მშვიდობიანად დგას და ვიღაც უპასუხისმგებლო კლოუნების გამო, რეჟიმის პროპაგანდას ეძლევა საშუალება, რომ ჩვენს მარცხად გაგვიფორმოს საკუთარი მარცხი , - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ივანიშვილი, სააკაშვილი და ხაზარაძე ერთდროულად დასრულდებიან”.

„ამის მიზეზი მარტივია:

ეს არაა ბრძოლა რეჟიმსა და ოპოზიციას შორის.

ესაა ბრძოლა დემოკრატიულ პროცესსა და პოსტსაბჭოთა ავტოკრატიას შორის.

გავარღვევთ და ყველა ოლიგარქს და ავტოკრატს - ყველა ფლანგზე, მათი მფრინავი მაიმუნებიანად ერთად ჩავრეცხავთ.

ივანიშვილი, სააკაშვილი და ხაზარაძე ერთდროულად დასრულდებიან”, - წერს ჩერგოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე