რეზონანსი
(04.10.2025)

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების პირველადი შედეგები ცნობილია.

ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით ქუთაისში 84.1% მიიღო.

„ქართული ოცნება" 84.1%

„საქართველოსთვის“ 3.6%

„გირჩი“ - 3.6%

„ლელო საქართველოსთვის" - 3.4%

„კონსერვატორები საქართველოსთვის" - 2.7%

სხვა პარტიებმა საერთო ჯამში ხმების 2.6% მიიღეს.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-მ ეგზიტპოლი ჩაატარა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი. კვლევა ტარდება ჯამში 150 შემთხვევით უბანზე, პლანშეტების გამოყენებით, სადაც ამომრჩევლები თავად ნიშნავდნენ, თუ რომელ პარტიას და მერობის კანდიდატს მისცეს ხმა. ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 2%-ია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე