რეზონანსი
(04.10.2025)

აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე, საქართველოს პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასსხვა საგნებს ცეცხლი წაუკიდეს.

პარალელურად, შსს შეკრებილებს აფრთხილებს, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

მანამდე, აქციის მონაწილეთა ნაწილი სასახლის ტერიტორიაზე შეიჭრა, სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.

პერიოდულად, სამართალდამცველები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებენ სპეციალურ საშუალებებს, წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და წიწაკის სპრეის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე