15:00 საათისთვის საარჩევნო უბანზე 1 175 817 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33.5 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ამომრჩევლებმა კარგად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები და შეუფერხებლად აკეთებენ არჩევანს.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანია გახსნილი. ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია.
ცესკო-ს თავმდჯომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, წინასწარი შედეგები კენჭისყრის დასრულებიდან დაახლოებით ორი საათში გახდება ცნობილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე