რეზონანსი
(04.10.2025)

ქუთაისში არჩევნები კარგად მიმდინარეობს, ჯერჯერობით ცუდი არაფერი გვინახავს, ვხედავთ ბედნიერ ადამიანებს, რომლებიც ხმის მისაცემად მოდიან, - ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, ჯეიკ ბარეტ ჰოფმანმა განაცხადა.

მისი თქმით, არ არის პრობლემები არც უბნის გარეთ და არც უშუალოდ უბანზე.

„არ მგონია, რომ რაიმე სხვაობა იყოს ქალაქებს შორის, მე ვიხილე მსგავსი პროფესიონალიზმი ყველასგან, ვნახე აქტივობა, ბევრი ადამიანი მიდის და აძლევს ხმას. მიმაჩნია, რომ ყველა ქალაქში კარგად მიმდინარეობს", - განაცხადა ჰოჰმანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე