თბილისში წუხელ სამი ადამიანი, მშობლები და ბავშვი, გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა ნავთლუღის ქუჩაზე მოხდა. როგორც ცნობილია, მიზეზი სიმაღლიდან ვარდნაა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ქართველები არ არიან. მათ ბინა „არქის" კორპუსის მე-20 სართულზე ნაქირავები ჰქონდათ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მეზობლებს დაპირისპირებისა და ხმაური ესმოდათ. მოგვიანებით კი, როდესაც გარეთ გამოვიდნენ, სამი გვამი დახვდათ, რის შემდეგაც ადგილზე საპარტულო პოლიცია გამოიძახეს.
ერთ-ერთი ადგილობრივი იმასაც ამბობს, რომ ქალს მუცელსა და ხელებზე აღენიშნებოდა დანით მიყენებული ჭრილობები.
ამ ეტაპზე სუიციდის ვერსია განიხილება, თუმცა სხვა ვერსიების მიმართულებით გამოძიება დაიწყო. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე