რეზონანსი
(04.10.2025)

თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე სამი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილები არიან ერთი ოჯახის წევრები - მშობლები და შვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი მათივე საცხოვრებელი კორპუსის მაღალი სართულიდან ვარდნა გახდა.

„და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის სა­მის ნა­ხე­ვარ­ზე, გა­ვი­გე ძლი­ე­რი და­ცე­მის ხმა. მა­ლე­ვე ეზო გა­ივ­სო პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნე­ბით. თქვეს, რომ დედ-მამა და ბავ­შვი ნა­ხეს ეზო­ში გარ­დაც­ვლი­ლი. მი­ზე­ზი სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნაა. რო­გორც თქვეს, მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის, ზედა სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­დნენ" - თქვა ადგლიბრივმა „ambebi.ge"-სთან.

ამ ეტაპზე სუიციდის ვერსია განიხილება, თუმცა სხვა ვერსიების მიმართულებით გამოძიება დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე