რეზონანსი
(04.10.2025)

ცესკო-ს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, 12:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნებზე 602 445 ადამიანი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 17.15%-ია.

მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

„12:00 საათისთვის, საარჩევნო უბნებზე 602 445 ამომრჩეველი მივიდა. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეშია.

ასევე გაცნობებთ, რომ ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივარი არ შესულა",- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე