რეზონანსი
(04.10.2025)
რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდი დღეს, ყველგან ორგანიზების უმაღლესი სტანდარტებია, - ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა საფრანგეთიდან პიერ ანტუან ჟილბერ ვიქტორმა განაცხადა. მისი თქმით, ეს ქვეყანაში დემოკრატიული ცხოვრების კარგ დონეს ადასტურებს.
"ძალიან გაოცებული ვარ, განსაკუთრებით სამოქალაქო ჩართულობით. უამრავი ადამიანია მოხალისე, ვინც ხელს უწყობს ორგანიზებას. ვფიქრობ, ეს ევროპის ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის კარგი გაკვეთილია", - აღნიშნა საერთაშორისო დამკვირვებელმა.
საარჩევნო პროცესს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები აკვირდებიან, ასევე პროცესს აშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე