რეზონანსი
(03.10.2025)
ამ დრომდე, რაც ვნახე და გავიგე ცესკო-სგან, ყველაფერი იმაზე მკაცრადაა, ვიდრე აშშ-ის ბევრ შტატშია, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა აშშ-დან, ჯეიკ ბარეტ ჰოფმან განაცხადა. როგორც ჰოფმანმა აღნიშნა, არჩევნებს თბილისსა და ქუთაისში დააკვირდება.
"ამ დრომდე, რაც ვნახე და გავიგე ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან, ყველაფერი არის იმაზე მკაცრად, ვიდრე ჩვენთან, აშშ-ის ბევრ შტატშია. ვნახოთ, რა მოხდება. მე ხვალ არჩევნებს თბილისსა და ქუთაისში დავაკვირდები. არჩევნების დღის შემდეგ გავმართავთ პრესკონფერენციას ჟურნალისტებისთვის და მათ შეკითხვებს ვუპასუხებთ", – განაცხადა ჯეიკ ბარეტ ჰოფმანმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე