რეზონანსი
(03.10.2025)
ჯამში, 2 500-ზე მეტ დამკვირვებელსა და მედიაწარმომადგენელს ექნება შესაძლებლობა, დააკვირდეს და გააშუქოს ხვალინდელი არჩევნები, - ამის შესახებ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხდა.
"ხვალინდელი არჩევნებისთვის უკვე დარეგისტრირებულია 28 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, 27 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, 73 მედია არის აკრედიტებული გაშუქების მიზნით. ჯამში, 2 500-ზე მეტ დამკვირვებელს, მედიაწარმომადგენელს ექნება შესაძლებლობა, დააკვირდეს და გააშუქოს ხვალინდელი არჩევნები", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე