რეზონანსი
(02.10.2025)
ევროპაში ებრაელებზე თავდასხმების ზრდა მიუღებელია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
„დღეს, იომ კიპურის დღესასწაულზე, მანჩესტერის სინაგოგა ტერორისტული თავდასხმის ობიექტი გახდა. უნგრეთი ნულოვან ტოლერანტობას იჩენს ანტისემიტიზმის მიმართ და ამაყობს, რომ ის ქვეყანაა, სადაც ებრაულ თემებს შეუძლიათ უსაფრთხოდ აღასრულონ თავიანთი რწმენა. ევროპაში ებრაელებზე თავდასხმების ზრდა მიუღებელია", - აღნიშნა ორბანმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე