რეზონანსი
(02.10.2025)

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მოულოდნელად გარდაიცვალა თეატრის დირიჟორი.

„თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთელი კოლექტივი შეძრწუნებულია თავზარდამცემი ფაქტის გამო.

გარდაიცვალა თეატრის წამყვანი დირიჟორი პაპუნა ღვაბერიძე.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს და მთელს თეატრს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გავრცელებული ინფორმაციით, 56 წლის დირიჟორმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე