რეზონანსი
(01.10.2025)

დაფიქრებულხარ, რატომ არ იყენებ QR კოდს თანხის გასანაღდებლად? თუ ჯერაც არ იცი, რომ განაღდების სწრაფი და მარტივი საშუალებაა?  

დიახ, სწორად გაიფიქრე - თანხის გასანაღდებლად ბარათის ძებნა და პინ კოდის გახსენება აღარ გჭირდება. QR კოდის დახმარებით, ამ პროცედურას უმარტივესად გაივლი თიბისის მობაილბანკიდან. 

ახლა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და თავად დარწმუნდებით, რა მარტივი და მოსახერხებელია თუ თიბისის მობაილბანკი გაქვს.  

• გახსენი თიბისის მობაილბანკი

• იპოვე QR სკანერი მარჯვენა ზედა კუთხეში 

• იპოვე ბანკომატის QR კოდი 

• დაასკანერე ბანკომატის QR კოდი QR სკანერით 

• და გაანაღდე თანხა ბარათის გარეშე 

ახლა, ერთად დავფიქრდეთ QR-ით განაღდების უპირატესობებზე.  

აღარ გჭირდება ბარათის ძებნა საფულეში - ფულს ტელეფონიდან იღებ. 

აღარ ფიქრობ კოდის დამახსოვრებაზე - პინი თუ დაგავიწყდა, QR  მის გარეშე მაინც მუშაობს. 

აღარ ეხები ბანკომატს და ბარათიც შიგნით არ შედის. შესაბამისად, „გაჭედვა“ ან „ჩაყლაპვა“ გამორიცხულია. შესაბამისად, QR უფრო უსაფრთხოა. 

სისწრაფე - რამდენიმე წამში იღებ QR-ს და თანხას და ტოვებ რამდენიმე ნაბიჯს, რაც ძვირფას დროს მოგაგებინებს. 

და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - კომფორტი - ყველა პროცედურა ტელეფონიდან.  

სცადე ახლავე, ბარათისა და პინის გარეშე - მხოლოდ შენ და QR თიბისის მობაილბანკში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე