რეზონანსი
(29.09.2025)

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მისი გეგმა ღაზაში ომის დასასრულებლად საუკეთესო გეგმაა, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შეუძლიათ მიიღონ, მიუხედავად იმისა, რომ „ორივე მხარე გარკვეულწილად უკმაყოფილო დარჩება“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა.
ლევიტის თქმით, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ორივე მხარე დათანხმდეს გეგმას და რომ დღევანდელი შეხვედრა ტრამპსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის თეთრ სახლში გადამწყვეტი იქნება.
Fox News-ის კითხვაზე იმის შესახებ, თუ რამდენად ახლოს არიან ნეთანიაჰუ და „ჰამასი“ თანხმობის დაფიქსირებასთან, ლევიტმა განაცხადა: „ძალიან ახლოს“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



