რეზონანსი
(25.09.2025)

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ბიძა და დისშვილი ემსხვერპლნენ. ავარიის შედეგად 52 წლის ილია იდიძე და 28 წლის ლევან ბახტარიშვილი დაიღუპნენ. შემთხვევა თუშეთის პირიქითა ხეობაში მოხდა. სოფელ დართლოდან დაბრუნებისას მაღალი გამავლობის ჯიპი რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

„ორივე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანიდან იყვნენ და სოფელ ფარსმაში ცხოვრობდნენ, სადაც კაფეს ამუშავებდნენ. გარდაცვლილებს მაშველებმა და ადგილობრივებმა სხვადასხვა ადგილას მიაკვლიეს.

ადგილობრივების თქმით, ამავე გზის მონაკვეთზე ავარია სამი წლის წინაც მოხდა და მაშინაც ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე