როგორც უკრაინული, ისე რუსული მხარე ისევ აგრძელებს ინტენსიურ საჰაერო დარტყმებს. უკრაინელები ძირითადად ურტყამენ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რამაც უკვე გამოიწვია რუსეთში საწვავის დეფიციტი. რუსებმა კი ბოლო დროს უკრაინის ლოჯისტიკურ ცენტრებსა და რკინიგზის დაბომბვები დაიწყეს, რაც უკრაინის მიერ ფრონტის მომარაგებას ართულებს. ხოლო რა ხდება უშალოდ ფრონტის ხაზზე და როგორ მიდის ბრძოლა ხმელეთზე, ამაზე ოფიციალურად არავინ საუბრობს.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ამ ეტაპზე ფრონტის ხაზზე პოზიციური ბრძოლებია. სიტუაციის შეცვლას ის სექტემბრის ბოლოდან ელოდება.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ფრონტის ხაზზე პოზიციური ბრძოლები მიდის. როგორც ის აღნიშნავს, ორივე მხარეს თავისი სტრატეგიული ამოცანები აქვს და დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი, თუ რომლის იქნება წარმატებული.
„როგორც მე ვატყობ, ფრონტის ხაზზე პოზიციური ბრძოლები მიდის. ჯერჯერობით სტაბილური ბალანსია. ვერც ერთი მხარე ვერ ახორციელებს აქტიური ტიპის საბრძოლო მოქმედებების ზონის გაფართოებას და მის განვითარებას. ამ ეტაპზე ასეთი ვითარებაა.
„ამასთან, რუსებს აქვთ იდეა, რომ მოახდინონ დონეცკის ოლქის ქალაქების -სლავიანსკის, კრამატორსკისა და კონსტანტინოვკის, ანუ ამ მიმართულების მთლიანად დაკავება. უნდათ აქ შექმნან გრავიტაციის წერტილი და შესაბამისად, აქედან გავიდნენ ხარკოვის მიმართულებაზე, რადგან ამის მერე, ფაქტობრივად, კუპიანსკი დაიკავონ.
„უკრაინელები კი, როგორც ჩანს, ცდილობენ რუსეთს მოახვიონ პოზიციური ბრძოლის მანერა და სუსტი წერტილების აღმოჩენის შემთხვევაში, მოახდინონ რამდენიმე სერიოზული კონტრშეტევა ოპერატიული სივრცის შესაქმნელად. ეს სტრატეგია აქვს ორივე მხარეს. ალბათ რეალურ სიტუაცია გაირკვევა ორ კვირაში და განოჩნდება რომლის სტრატეგიული ჩანაფიქრი იქნება წარმატებული", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე