რეზონანსი
(13.09.2025)
გუშინ გურჯაანში ავარიას 19 წლის გიორგი არსენიშვილი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ კაჭრეთში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა მოცურდა და ამობრუნდა.
მძიმედ დაშავდა ახალგაზრდა, რომელიც ავტომობილს მართავდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე