რეზონანსი
(13.09.2025)
მუსიკოსი ლადო ბურდული დაქორწინდა. მან ახლახან გამოაქვეყნა ფოტო მანქანიდან, სადაც ის თავის რჩეულთან ერთად არის გადაღებული.
„ჩვენი ქორწილის დღეც დაიწყო, ფოტოები ნელ-ნელა დაემატება“, - დაწერა მუსიკოსმა.
ის და მისი მეორე ნახევარი ქართულ ეროვნულ სამოსში არიან გამოწყობილები. ლადო ბურდულის მეუღლე, როგორც fortuna.ge-მ შეიტყო, ამერიკელია. მან და ლადომ გარკვეული პერიოდის წინ გაიცნეს ერთმანეთი და დაქორწინება გადაწყვიტეს.
ფორტუნა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე