ტრაგიკულად დაიღუპა ბავშვი - რა ინფორმაციას ავრცელებს საბავშვო ბაღი და რა დაემართა პატარა აღსაზრდელს?
რეზონანსი
(04.09.2025)

ბაგა-ბაღი „ფიფქია“ აღსაზრდელის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ბაგა-ბაღი ფიფქია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი აღსაზრდელის, იოანეს გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს და მთელი კოლექტივი ვიზიარებთ ამ უდიდეს ტკივილს.ძალიან დაგვაკლდები იოანე ჩვენ და შენს მეგობრებს“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.
როგორც ირკვევა, მოზარდი სახლში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე




