რეზონანსი
(23.08.2025)

ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი შემზარავი ავარიის შედეგად გარდაცვლილი მარიამ დოხნაძის დედა ემოციურ მიმართვას ავრცელებს:

"მადლობა ჩემო მეგობრებო, ვიცი როგორ გტკივათ. მე საწყალი და უბედური დედა არ ვარ, მე ამაყი დედა ვარ. უფალმა მარიამის დედობა მარგუნა.

დე, ჩვენ სულ ერთად ვართ, ჩემო უნაკლო გოგო" - წერს მზეკო მამალაძე.

ცნობისთვის, უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა 20 აგვისტოს, ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მოხდა.

ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა და ორივე მათგანს ორივეს ცეცხლი გაუჩნდა.

შედეგად, ერთ მანქანაში მყოფი 4 ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე