რეზონანსი
(05.08.2025)

პინეო სამედიცინო ცენტრი სოციალურ ქსელში სასიხარულო ამბავს გვიზიარებს. წყვილს 20 წლიანი მოლოდინის შემდეგ, ტყუპები შეეძინა. ნია და ნუკა ლუტიძეები თავს კარგად გრძნობენ. 

„20-წლიანი მოლოდინის შემდეგ ჩვენს კლინიკაში ნია და ნუკა ლუტიძეები დაიბადნენ. დედიკოც და პატარებიც თავს შესანიშნავად გრძნობენ.

ეს არ არის მხოლოდ დაბადება — ეს არის ოცნების ასრულება, მოთმინების, რწმენის და იმედის გამარჯვება. 20 წელი სიჩუმეში, ხანგრძლივ მკურნალობაში, ბევრ მცდელობაში, ლოცვებში და უსაზღვრო მოლოდინში… და აი, დღეს ყველაფერი, ჩვენთან ერთად, ფერად რეალობად იქცა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე