რეზონანსი
(04.08.2025)

ოკუპირებული გალში, სოფელ გაგიდაში ტრაგედია ტრიალებს. ზღვა­ში ბა­ნა­ო­ბი­სას მე­ა­თეკ­ლა­სე­ლი, 15 წლის ელე­ნე ჭო­ლა­რია და­იხ­რჩო. გო­გო­ნა გა­ლის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო. რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი წე­რენ, რომ ელე­ნეს გა­დარ­ჩე­ნას მისი ბიძა ცდი­ლობ­და, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ისიც დაიღუპა.

გაირკვა, რომ ტრაგედიას ზაზა გეგეჭკორი ემსხვერპლა.

"ამ­ბო­ბენ იქ წყლის ხვე­უ­ლე­ბია და კი აფრ­თხი­ლე­ბენ ხალ­ხს, იქ არ იბა­ნა­ონ, მაგ­რამ მა­ინც მი­დი­ან. არა­ნა­ი­რი ნიშ­ნუ­ლე­ბი არ დგას სამ­წუ­ხა­როდ. არ გვყავს პატ­რო­ნი. შავი ზღვაა, მაგ­რამ სო­ფელ გა­გი­დას ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და, ამი­ტომ გა­გი­დას ზღვას ეძა­ხი­ან.

გო­გო­ნას ბი­ძაც იყო იქ, გა­და­სარ­ჩე­ნად გა­დახ­ტა.”

,,გოგონას მისაშველებლად შეცურდა, მერე რომ დამხვრჩალი იპოვა, მაინც გამოათრია… და ნაპირამდე ვერ მოაღწია ისე გაუსკდა გული… ნერვიულობის ფონზე” - წერენ ტრაგედიის შესახებ.

მეგა ტვ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე