რეზონანსი
(03.08.2025)

ტრაგედია მოხდა გუშინ ოკუპირებული გალის სოფელ გაგიდაში. გალის 1-ელი საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ელენე ჭოლარია ზღვაში დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად დაიღუპა გოგონას ბიძაც. მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.

როგორ და რა ვითარებაში მოხდა ტრაგედია უცნობია. როგორც კომენტარებში წერენ, ბიძა გოგონას დახმარებას ცდილობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე