რუსეთის მთავრობამ ქვეყნიდან ბენზინის ექსპორტი ისევ სრულად აკრძალა. ქვეყნიდამ ბენზინის ექსპორტი, მათ შორის, საწარმოო კომპანიებისთვისაც 31 აგვისტომდე აიკრძალა. მანამდე აკრძალვა მხოლოდ ტრეიდერებს, შუამავლებს და ნავთობბაზებს ეხებოდა. საინტერესოა, როგორი იქნება საქართველოს შიდა ბაზარზე გავლენა?
რუსეთის მინისტრთა კაბინეტში აცხადებენ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ აკრძალვის შესახებ შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა, სადაც განარტებულია, რომ აღნიშნული ზომა მაღალი მოთხოვნისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პირობებში შიდა ბაზარზე სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის მიიღეს.
საქართველოსთვის ასეთი შემთხვევა პირველი არ არის. მსგავსი აკრძალვა, ბოლო წლებში, ბევრჯერ მომხდარა, ამიტომ გადაწყვეტილება ქვეყნის შიდა ბაზარზე ვერანაირ დეფიტიცს ვერ გამოიწვევს, თუმცა შესაძლებელია, მოხდეს ფასის ზრდა.
ასეთი მოლოდინი აქვს საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტს, ნიკა შენგელის, რომლის განცხადებითაც, 10 აგვისტოდან საწვავი 5%-ით გაძვირდება.
„ეს გადაწყვეტილება საქართველოში საწვავის ღირებულებას 5%-ით გაზრდის, საწყის ეტაპზე. ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა დაწერილი და სამწუხაროდ, მოხდება კიდეც ასე. ღირებულება 10 აგვისტოდან მოიმატებს.
რუსეთმა აღნიშნული აკრძალვა ყველა ქვეყნებისთვის შემოიღო, ხოლო ვისთანაც ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ყაზახეთი იქნება ეს, თუ ბელარუსია, მათთვის არ შეუჩერებია ბენზინის ექსპორტი.
ბევრჯერ მაქვს ნახსენები, რომ საჭიროა სახელმწიფო სააგენტო არსებობდეს, რომელიც ასეთ საკითხებს დაარეგულირებს, თუმცა შესაბამისი ნაბიჯი არ იდგმება. რუსეთს მსგავსი გადაწყვეტილება ბევრჯერ აქვს მიღებული და მის მიმართ გამომუშავებული იმუნიტეტი იქნებოდა ის, რაც გითხარით, რომ სახელმწიფო არ დგას თავის მოწოდების სიმაღლეზე, არ არეგულირებს ასეთ საკითხებს, თუმცა ეს აუცილებელია", - განუცხადა „რეზონანსს" ნიკა შენგელია.
გადაწყვეტილების შედეგად რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას არ ელოდება სფეროს სპეციალისტი პაატა ბაირახტარი და როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილებას პირდაპირი ასახვა არ ექნება, არც ფასის და არც დეფიტიცის ნაწილში.
„პირდაპირ გადაცემას ადგილი არ ექნება, ასეთ რამეს არ ველოდები, რომ რუსული ბენზინის ექსპორტის აკრძალვა ჩვენს ბაზარზე რაიმეს პირდაპირ შეცვლის, არც ფასების ნაწილში და არც დეფიციტის მიმართულებით, რადგან ბაზარი საკმაოდ დივერსიფიცირებულია მიწოდების კუთხით.
რუსეთმა საერთო ექსპორტის შეჩერება გამოაცხადა და აქ რაღაც ქვეყნებზე არ არის საუბარი, ამიტომ თუ რუსული ბენზინის წილი დააკლდება მთლიანად ბაზარს, მაშინ, ამან შესაძლებელია პლატცზე ზეგავლენა მოახდიონოს, ხოლო პლატცის გაძვირება, ქართულ ბაზარზე გავლენა იქონიოს, თუმცა ამის ალბათობაც მიზერულია რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე, რადგან რუსეთი თავის სატელიტ ქვეყნებს, ვისთანაც გააჩნია სავაჭრო შეთანხმება, მაინც აწვდის ბენზინის, ანუ აკრძალვა ასეთ ქვეყნებზე არ მოქმედებს. მეორეც, ეს ქვეყნებში შემდგომში რუსეული საწვავის გადაყიდვას ახდენენ ხოლმე მესამე სახელმწიფოებზე, სადაც საქართველოც მოიაზრება. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ შევხედავთ გასულ პერიოდსაც, როდესაც რუსეთს შეუჩერებია სხვადასხვა ტიპის საწვავის ექსპორტი, რუსული საწვავი მაინც აღწევდა ხოლმე ქართულ ბაზარზე სხვადასხვა გზებით. სწორედ ეს სხვადასხვა გზები იყო მესამე ქვეყნის გავლა.
ასე, რომ მნიშვნელოვან ცვლილებებს ამ მიმრთულებით არ ველოდები. შესძლებელია, ფასზე მიწერული გავლენა მოახდინოს, თუმცა ამისი ალბათობაც ძალიან მცირეა, პლატცის გავლით. არ ველოდები, რომ რუსული ექსპორტის შეჩერებას პლატცზე არსებითი ზეგავლენა ექნება, იმდენად, რამდენადაც ბაზარზე საკმაოდ მაღალია მიწოდება", - განუცხარა პაატა ბაირახტარმა „რეზონანსს".
მნიშვნელოვან ცვლილებას არ ელის ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანტაგნ იობაშვილიც.
„ქართულ ბაზარზე დეფიციტში არანაირი საწვავი არ გვაქვს, ავტოსაგამართ სადგურებზე ყველანაირი საწვავის მარაგია.
რაც შეეხება რუსეთის განცხადებას, რომ რუსეთი გვიზღუდავს ნავთობის მოწოდებას, ანუ მათგან ნავთობის ექსპორტი იკრძალება. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს პირველად არ ხდება და არც რაიმე სახის სიახლეა ჩვენთვის.
რუსეთს ბევრჯერ შეუწყვეტია ნავთობის მოწოდება და ხშირად გაურკვეველი დროით, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენთან ნავთობის დეფიციტი არ შექმნილა და არც შეიქმნება. შეიძლება საწვავის მოწოდებამ ბაზრიდან დააგვიანა, სიცხის გამო შესაძლოა. მოწოდების პრობლემა შეიქმნა. პრემიუმ აწვავზე, ისე, როგორც სხვა კატეგორიაზე, დეფიტიცის პრობლემა არ არსებობს. რუსეთის ქმედებით ქართული სანავთობო ბაზარი არანაირად არ დაზარალდება", - განაცხადა „კომერსანტთან" ვახტანგ იობაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე