რეზონანსი
(21.07.2025)

ცნობილი ლანჩხუთელი ბიზნესმენის, თემურ ჩხაიძის შვილი მამუკა ჩხაიძე ტრაგიკულად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, იგი ურეკში, ზღვაში დაიხრჩო. სამწუხარო ინფორმაციას "გურია თუდეი" ავრცელებს.
„მწარე რეალობის წინაშე დაგვაყენე, მაგრამ მაინც არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენს შორის აღარც შენ აღარ ხარ, ჩვენო ერთგულო, კეთილო, უალალესო“, - წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი.
გარდაცვლილის ძმაც ცნობილი ბიზნესმენია - გურიის ყოფილი გუბერნატორი გიორგი (გოგიტა) ჩხაიძე. ოჯახი ასევე ცნობილია საქველმოქმედო საქმიანობით, მათ შორის, დააფინანსეს შუხუთის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა.
წყარო: გურია თუდეი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე




