დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ვიზალიბერალიზაციას შეაჩერებენ, რაც ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს, თუმცა ეს უფრო ხალხზე აისახება და არა პოლიტიკოსებზე, რადგან ეს უკანასკნელნი, მათი რესურსების გათვალისწინებით, ყოველთვის იპოვიან ევროპაში მოგზაურობის გზებს, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.
იგორ კვესელავა: ვიზალიბერალიზაციის პროცესი მიმართული იქნება იმდენად არა „ქართული ოცნების", არამედ ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხელისუფლების წარმომადგენლები გამონახავენ ვარიანტებს (მოგზაურობისთვის), მათ აქვთ მატერიალური შესაძლებლობები იმის, რომ შევიდნენ ევროკავშირის ქვეყნებში. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ალბათ ვიზალიბერალიზაციას შეაჩერებენ, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს ვითარებას. დღევანდელმა ხელისუფლება არ იცის, რა არის დიპლომატია. გამოდიან და ისეთ აბსურდ რაღაცებს ლაპარაკობენ, რომ არ ვიცი, რა ვთქვა. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ უცოდინარები არიან და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებებს ასრულებენ.
საერთოდ, „ქართული ოცნება" არ ითვალისწინებს საზოგადოებრივ აზრს, არ აინტერესებს. ეს ჩვენი უბედურებაა. კარგად იცით, რომ საქართველოში უკვე ათიათასობით კვადრატული მეტრი მიწა უცხოელებზეა გაყიდული. ასე თუ გაგრძელდა, თბილისი აბსოლუტურად სხვა ეროვნებების ქალაქად იქცევა, რადგან ისინი ტერიტორიებს უკვე ფლობენ. სხვათაშორის, ამ მიმართულებით ხალხმა ხმის ამაღლება დაიწყო. ასე რომ, იმ შედეგებით და პოტენციალით, როგორც ხელისუფლება მოქმედებს, საქართველო კატასტროფისკენ მიემართება. ჩვენ შეიძლება გვეთქვა აქამდე, რომ აქეთკენ მივდიოდით, მაგრამ ამას ახლა უკვე თავისუფლად ვიძახით.
„რეზონანსი": ვინ შეიძლება შეუერთდეს გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის მემორანდუმს, რომელსაც 15 ივლისს მოაწერეს ხელი ადგილობრივ არჩევნებზე საერთო ბრძოლასთან დაკავშირებით და სადაც ისინი ბოიკოტში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს შეერთებისკენ მოუწოდებენ?
ი.კ: ყველა პარტიას თავისი სტრატეგია და ტაქტიკა აქვს, „ლელო" და გახარიას პარტია უკვე ჩამოყალიბებულები არიან. მათ ფინანსური მხადაჭერა აქვთ და თვლიან, რომ საქართველოში წარმოადგენენ ავტორიტეტულ პარტიებს, რომელთაც მოსახლეობის გარკვეული, საკმაოდ სერიოზული ნაწილი მხარს დაუჭერს. არა მგონია მთლიანად გაიმარჯვონ, მაგრამ მნიშვნელოვან შედეგს დადებენ. ჩვენ ვიცით, რომ თბილისის მერის ავტორიტეტი დაეცა და არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ უფრო დაეცეს მისი მოქმედებებიდან გამომდინარე. ასე რომ, ჩემი აზრით, წამგებიანი იქნება, თუ ისინი დღევანდელ კანდიდატს წამოაყენებენ.
ვიცით, რომ არის მეორე ჯგუფი, რომლისთვისაც არჩევნებში მონაწილეობა მიუღებელია და თვლიან, რომ ეს ღალატის ტოლფასია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ტაქტიკის საკითხი - ამ პარტიას ჰგონია, რომ ასე გაიმარჯვებს, იმ პარტიას ისე. ჩვენ წინასწარ ვერ ვიტყვით, რომლის ტაქტიკა გამართლდება. თუმცაღა მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად „ლელოს" და გახარიას პოზიცია გახლავთ მისაღები და მომგებიანი.
„რ": დღეს აქტუალური თემა ვიზალიბერალიზაციის საკითხია, თუ მოხდა ისე, რომ ევროკავშირმა შეგვიჩერა უვიზო მიმოსვლა, როგორ იმოქმედებს პროცესებზე და რას გამოიწვევს ხალხში?
ი.კ: სომხეთს აქვს ამბიცია, რომ ევროკავშირის წევრი იყოს, რაც მე ნამდვილად არ მიკვირს, რადგან მას დიდი დიასპორა ჰყავს. მსოფლიოს ახლა სომხური და ებრაული დიასპორა მართავს. ასე რომ, სომხეთი იტოვებს ურთიერთობას რუსეთთან, თუმცა ჩვენგან განსხვავებით მიექანება ევროპისკენ. სომხეთ-აზერბაიჯანის ომში სომხეთის უკან დახევა მიანიშნებს იმაზე, რომ ის დაადგა ევროპულ გზას, რაზეც მხარს უჭერს ევროპა. უნდა ითქვას, რომ სომხეთმა ამ მიმართულებით ჩვენ გაგვისწორო.
საქართველო თავის დროზე ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანა იყო ყველა მიმართულებით, ახლა კი სამხრეთ კავკასიაში არ მოიაზრდება ცენტრალურ და გადამწყვეტ სახელმწიფოდ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე