ევროპა მოქმედებაზე გადადის - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის ღია წერილმა ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა: ოპოზიციამ მასში მხარდაჭერის მყარი სიგნალი დაინახა, მმართველი პარტიისთვის კი ეს იყო ზეწოლის აქტი, რომელიც მიზნად საქართველოს სუვერენული კურსის შეცვლას ისახავს. რა წერია წერილში და როგორ იმოქმედებს ის ევროკავშირისა დასაქართველოს ურთიერთობაზე, სკვანძო საკითხად რჩება.
კაია კალასი განმარტავს წერილის შინაარს, რომელიც საქართველოსთვის რეკომენდაციებს მოიცავს და „დედლაინად" აგვისტოს ბოლო სახელდება. უფრო კონკრეტულად, კალასის თქმით, არის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ანგარიშშია მოცემული.
კალასმა ხაზგსამით თქვა, თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, ამას ევროკავშრიდან შედეგები მოყვება, რათა საზოგადოებამაც დაინახოს, რომ მისი მთავრობა ევროპულ გზაზე არ არის და კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ აღიქვამს.
შეგახსენებთ, საქართველოს -ევროკავშირთან უვიზო მოგზაურობის რეჟიმი 2017 წლიდან აქვს მინიჭებული.
კაია კალასი ასახელებს კონკრეტულ პუნქტებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს, მათ შორისაა, საქართველოს ყველა მოქალქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, დისკრიმინაციის აკრძალვა და პრივატულობის უფლება.
„მაგალითად ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს მთავრობას აქვს - უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებები, პრივატულობის უფლება, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლება, და ასევე დისკრინიმაციის აკრძალვა - ეს მხოლოდ ერთი პუნქტია. კიდევ 8 მსგავსი პუნქტია. ასე რომ, ვინაიდან, მათ ეს "დედლაინი" მიეცათ აგვისტოს ბოლომდე ამის შესასრულებლად, კითხვაა - როგორ რეაგირებას მოვახდენთ, თუ რეკომენდაციები არ შესრულდება? და როდესაც გვესმის, მაგალითად, რომ 8-დან 7 ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში ჩასვეს, ეს არ შეესაბამება პირველ პუნქტს, რომელიც აღვნიშნე.
წერილიდა ირკვევა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს არ სურდა ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენება, უვიზო მიმოსვლა, მათთვის მნიშნელოვანი საკითხია.
„ასე რომ, აქამდე პოზიცია გვქონდა, რომ არ გვინდა ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენება უვიზო მიმოსვლის გაუქმებით, რომელსაც მართლა აქვს მათთვის მნიშვნელობა, თუმცა, ამავდროულად, ეს ასევე, ევროკავშირის სანდოობის საკითხია. თუ ეს რაღაცეები გვაქვს და ეს სარგებლიანი რამეა - ბონუსია, რომელსაც ქვეყანას ვაძლევთ, რომელიც არ ასრულებს პირობებს - ამას შედეგები მოყვება, რათა საზოგადოებამაც დაინახოს, რომ მთავრობა ევროპულ გზაზე არაა და კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ აღიქვამს", - განაცხადა კალასმა."
ოპოზიციის პოზიცია
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე დიდია, აღნიშნავენ, რომ ევროკავშრთან უვიზო მიმოსვლით რუსეთისადა ბელორუსის მსგავსი ქვეყნები ვერ სარგებლობენ.
„ივანიშვილის რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საფრთხის წინაშე დამდგარიყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უნიკალური შესაძლებლობა. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით ვერ სარგებლობენ რუსეთისა და ბელარუსის პოლიტიკური სისტემების მსგავსი ქვეყნები, როგორადაც ივანიშვილმა საქართველო გადააქცია, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა.
სიორიძემ განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლის გაუქმებით საქართველოს მოქალაქეები ბევრ პრივილეგიას დაკარგავენ, რაც გაზრდის უმუშევრობასა და სიღარიბეს.
„მაშინ, როდესაც ჩვენი მეზობელი სომხეთი მალე მიიღებს უვიზო მიმოსვლას, შეიძლება საქართველომ ეს შესაძლებლობა დაკარგოს. ეს კი ნიშნავს მეტ სიღარიბეს, უმუშევრობას, იმას, რომ ათასობით მოქალაქემ დაკარგოს შესაძლებლობა ევროპაში სასწავლებლად, სამუშაოდ, სამკურნალოდ სიარულისა, გაუქმდება დროებითი დასაქმების პროგრამები და სხვა. ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ივანიშვილს ეკისრება. , - განაცხადა სიორიძემ.
ოპოზიციის ნაწილი „ოცნების" მხრიდან წერილის გასაჯაროების აუცილებლობაზე საუბრობს. ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა მოითხოვს რომ წერილი საჯარო გახდეს:
„ამ დრომდე იყო უამრავი გაფრთხილება, შეშფოთება ივანიშვილის რეჟიმის მიმართ, მაგრამ ახლა ევროპამ განაცხადა, რომ დღეს უკვე მოქმედების დროა"
„ ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, დე ფაქტო ხელისუფლებამ გაასაჯაროოს აღნიშნული წერილი არა იმიტომ, რომ ჩვენთვის არ არის ცნობილი, რა წერია ამ წერილში, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, მათ შორის ადამიანებმა, რომლებიც შესაძლოა, ჯერ კიდევ ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერები იყვნენ, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, სწორად აღიქვან, რა საფრთხის წინაშე დადგება ჩვენი ქვეყანა და საქართველოს თითოეული მოქალაქე. ძალიან მინდა, ამ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ფონზე, რომელსაც „რუსული ოცნება" ყოველთვის ავრცელებს იმისთვის, რომ მოატყუოს საკუთარი ხალხი და შეცდომაში შეიყვანოს საკუთარი საზოგადოება, საქართველოს მოქალაქეებმა თავის თვალით წაიკითხონ სიმართლე."-განაცხადა ბოკუჩვამ
საინტერესოა, ისიც რომ სხვა ოპოზციონერები კალასის განცახდების კვალდაკვალ აქციის ორგანიზებისთვისაც ემზადებიან.
„19 ივლისს, შაბათს, 19:00 საათზე ვიკრიბებით თსუ-სთან აქციაზე, რომელიც ზუსტად ამ დიდი წინააღმდეგობის ამოცანებს ემსახურება", - განაცხადა კოალიცია „ცვლილებებისთვის" წევრმა ელენე ხოშტარიამ.
მისივე თქმით, კაია კალასის განცხადებამ აჩვენა, რომ ქართველები ბრძოლაშ მარტო არ არიან.
„ეს არის გზავნილი, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ და მსოფლიოში წამყვანი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმავე მოთხოვნებს უყენებენ „ქართულ ოცნებას". „ქართული ოცნების" პირობებში ვკარგავთ არამხოლოდ ევროპის პერსპექტივას, არამედ იმ მონაპოვარსაც, რომელიც ათწლეულების ბრძოლით არის მოპოვებული და რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია."
„ოცნების" პასუხი
მმართველ პარტიაშიდარწმუნებულები არიან, რომ უვიზო მიმოსვლა არ გაუქმდება, ამბობენ იმასაც, რომ „ოცნებას" „წითელი ხაზებიც" აქვს.
„ისინი, როგორც მე-7 ანგარიშში, ასევე ამავე დოკუმენტშიც, ითხოვენ რამდენიმე კანონის გაუქმებას. კერძოდ, ითხოვენ, გაუქმდეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, ასევე ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიცვალოს ისე, რომ ლგბტ პირების უფლება სრულად იყოს დაცული. ეს არის რეალურად, რასაც გვთავაზობს ევროკავშირი.
სხვა საკითხია ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა დევს სასწორზე. იმის ნაცვლად, რომ ეს საკითხი ყოფილიყო დარეგულირებული, მე და ჩემი კოლეგები ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას საფრთხე არ ემუქრება. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ არსებობს წითელი ხაზები - მათ შორის ოჯახურ ღირებულებებზე, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეფუძნება კონსერვატიულ პოლიტიკურ იდეოლოგიასა და მიდგომებს, რაც ჩვენს ხელისუფლებას აქვს და რომლის საარჩევნო დაპირების საფუძველზეც გავიმარჯვეთ."-განაცხადა პარლამენტის ევროპის ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
ევროკომისიის წერილს გამოხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანიც, მან წერილს, „დაშინების წერილი" უწოდა.
„ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბარი, მუქარა ქართველი ხალხის მიმართ, ემსახურება ერთადერთ მიზანს - რომ ქართველმა ხალხმა სუვერენობას ამჯობინოს კომფორტულ ევროპაში სიარულს. ეს წერილი არის მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის მიმართ მომზადებული დაშინების წერილი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს იმ აგენტურის ხელისუფლებაში მოყვანა, ვისაც ასე გულშემატკივრობენ."-განაცხადა წილოსანმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე , ლევან მაჭავარიანი კი ამბობს, რომ ევროკავშირი საქართველოს დასჯას ცდილობს, რადგან მისივე თქმით, საქართველომ უარი თქვა, პროქსი ომში ჩართულიყო.
„ვინაიდან საქართველომ უარი თქვა, რომ გამოყენებული ყოფილიყო სატელიტ ქვეყნად პროქსი ომში, აქედან გამომდინარე შეიცვალა ევროპელების განწყობები. ამის შემდეგ, მუდმივ რეჟიმში ცდილობენ დაგვსაჯონ და დაგვეშანტაჟონ - დეზინფორმაციისა და უსაფუძვლო ბრალდებების ნიაღვარი მოდის, და ეს შანტაჟი ვრცელდება" - განაცხადა მაჭავარიანმა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე