რეზონანსი
(14.07.2025)

საბერძნეთში, კუნძულ ლეფკადაზე 24 წლის ჩეხ ტურისტს, ხელის თხოვნის შემდეგ, ინსულტმა დაარტყა. ინფორმაციას "დეილი მეილი" ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა 5 ივლისს, წინასწარმეტყველ ელიას ეკლესიაში მოხდა. გოგონას რჩეულმა მამაკაცმა, მუხლი მოიდრიკა და მას ხელი სთხოვა, რამდენიმე წამში კი, ახალგაზრდა ქალმა გონება დაკარგა.

გოგონა დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში, შემდეგ კი მატერიკზე - ქალაქ იანინას საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმებმა მას ინსულტის დიაგნოზი დაუსვეს. პატარძლის მდგომარეობა შეფასებულია, როგორც უკიდურესად მძიმე, მაგრამ სტაბილური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე