აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალური წერილებით ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და მექსიკის პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმს შეუთვალა, რომ თუ 1-ელ აგვისტომდე ვაჭრობის გაუმჯობესებაზე შეთანხმება ვერ შედგება, აშშ ევროკავშირიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე 30%-იან ტარიფებს დააწესებს. ვაშინგტონის მკაცრ ტონს ბრიუსელსა და მეხიკოში შეშფოთებით შეხვდნენ - ბრიუსელი პროპორციული საპასუხო ზომების მიღებაზე საუბრობს ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შეთნხმება ორ მოთამაშეს შორის 1 აგვიტომდე შედგება.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხდებს, რომ ვაშინგტონი სახელმწიფოებს ტარიფების დაწესებით მანამდეც ბევრჯერ დამუქრებია, თუმცა კონსესუსი შემდგარა და ურთიერთსასარგებლოდ შეთნხმებულან;
„პრეზიდენტ ტრამპის ხისტი სატარიფო მუქარები ახალი ნამდვილად არ არის. მანამდე ის რამდენიმე დიდ ქვეყანას უკვე დაემუქრა, თუმცა მუქარის კვალდაკვალ გადაიხედა პირობები და გაფორმდა შესაბამისი სავაჭრო შეთანხმებები.
მსგავსი რამ ხდება ევროკავშირთან მიმართებაშიც - ტრამპი 30-პროცენტიანი ტარიფების დაწესებას აპირებს და ფონ დერ ლაიენსაც დაემუქრა საპასუხო ზომებით. თუმცა ეს საპასუხო ზომების სპირალი ამ მომენტისთვის ჯერჯერობით მხოლოდ მუქარების კალაპოტში რჩება, რომელიც თაფლაკვერისა და მათრახის პრინციპით მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ ამ ტარიფებზე პერიოდულად აშშ-სა და ჩინეთთანაც იძაბება ურთიერთობა, შემდგომ კი ლაგდება."
კითხვაზე რას გამოიწვევს ტრამპის სატარიფო ომის ევროკავშირთან, გვპასუხობს, რომ 1 აგვისტომდე გარკვეული შეთანხმება შედგება, გარდა ამისა, მისივე თქმით, რთულია, ტარიფებისა და სანქციების დაწესებით, დამეუქრო სახელმწიფოს ან გაერთიანებას, რადგან შავ არხები, გლობალურ ბაზარზე მრავლად არსებობს.
„გლობალურ ეკონომიკაში, სადაც ყველაფერი გადაჯაჭვულია, ძალიან რთულია ტარიფებითა და სანქციებით დაემუქრო ამა თუ იმ სახელმწიფოს ან გაერთიანებას, რადგან თანამედროვე პირობებში თვითკმარი არავინ არის და ყველას აქვს გარკვეული არხები. იმავეს ვხედავთ რუსეთის სანქციებთან დაკავშირებითაც - შავი არხები იყო, არის და იქნება. ასეა ევროკავშირთანაც: სანქციების დაწესებით მისი ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო შემცირება ვერ მოხდება. ვფიქრობ, საღი აზრი გაიმარჯვებს და ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის 1-ელ აგვისტომდე გარკვეული შეთანხმება შედგება, სანამ ტარიფები უნდა შევიდეს ძალაში.
თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტრამპს ახასიათებს არათანმიმდევრულობა, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკაში. ამიტომ დაველოდოთ შემდგომ მოვლენებს.
ვფიქრობ, ამ პოლიტიკური ბაქიბუქობის მიღმა კულისებში მუშაობენ დიპლომატები, რომლებიც დაალაგებენ სიტუაციას - როგორც დაალაგა ვაშინგტონმა ლონდონთან. ეს სატარიფო პოლიტიკა, ურთიერთსასარგებლო პრინციპებიდან გამომდინარე, საბოლოოდ მოლაპარაკების გზით გადაწყდება.
კითხვაზე, ტარიფების დაწესება ხომ არ გამოიწვევს, აშშ-ს ეკონომიკაში ჩავარდნებსაც გვპასუხობს:
„ნებისმიერი მომხმარებელი პატივს სცემს არჩევანის თავისუფლებას. ნებისმიერი მყიდველი ეტანება კარგ ხარისხსა და დაბალ ფასს. შესაბამისად, თუ მიწოდება არ იქნება შესაბამისი, ან თუ ევროპული პროდუქცია გაძვირდება და ამერიკულმა ბაზარმა დროულად ვერ უპასუხა მომხმარებლის მოთხოვნებს, ბუნებრივია, იქ დადგება ეკონომიკური ჩავარდნა.
ამიტომ კიდევ ერთხელ ვიტყვი - ვფიქრობ, ეს სატარიფო ომი მოგვარდება და არ განხორციელდება, რადგან ეს არავის არ აწყობს. გლობალური ეკონომიკა საკმაოდ ფართოდ არის გადაჭიმული მთელ პლანეტაზე."-განაცხადა აბაშიძემ.
ტრამპის მუქარა და ევროკავშირის პასუხი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკომისიისა და მექსიკის პრეზიდენტებს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კლაუდია შეინბაუმს წერილები გაუგზავნა და აცნობა, რომ თუ შეთანხმება უკეთეს სავაჭრო პირობებზე 1-ელ აგვისტომდე ვერ შედგება, ამ შემთხვევაში აშშ ევროკავშირიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 30%-იან ტარიფებს დააწესებს.
„ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებს სრულ და ღია ბაზარზე წვდომის უფლებას მისცემს, რათა უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტი შემცირდეს. თუ თქვენ რაიმე მიზეზით ტარიფებს გაზრდით ან საპასუხო ზომებს მიიღებთ, მაშინ ის რაოდენობა რა რაოდენობითაც თქვენ გაზრდით, ჩვენ მიერ დაწესებულ 30%-ს დაემატება", - ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში.
ტრამპი მექსიკის პრეზიდენტისთვის, კლაუდია შეინბაუმისთვის გაგზავნილ წერილში კი ხაზგასმით წერს,, რომ მექსიკა მას აშშ-ის „საზღვრის დაცვაში ეხმარება, თუმცა ეს საკმარისი არ არის".
„მექსიკამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო კარტელების შეჩერება, რომლებიც ცდილობენ მთელი ჩრდილოეთ ამერიკა ნარკოტრეფიკინგის სათამაშო მოედანად აქციონ. ცხადია, მე ამას ვერ დავუშვებ", - აღნიშნულია წერილში.
ევროკავშირში აშშ-ს ტარიფებით შეშფოთებულები არიან, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი განაცხადა, რომ აშშ-ს ახალი ტარიფები ევროკავშირს მნიშნელოვნად დააზარალებს, ამასთნ ერთდ, აღნიშნა, რომ 1 აგვისტომდეშეთანხმებისთვის მზადება გაგრძელდება.
ევროკავშირის ექსპორტზე 30%-იანი ტარიფები დააზიანებს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენი
გავაგრძელებთ შეთანხმებისთვის მუშაობას 1-ელ აგვისტომდე.
ამავდროულად, მზად ვართ პროპორციული კოტრზომების საფუძელზე დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები," - წერს ფონ დერ ლაიენი.
ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტაც, მისივე თქმით, ტარიფების დაწესება გაზრდის ინფლანციას, გაურკვევლობას და ხელს შეუშლის ეკონომიკურ ზრდას.
"თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობა ზრდის კეთილდღეობას, სამუშაო ადგილებს ქმნის და ლოგისტიკურ ჯაჭვებს აძლიერებს.
ტარიფები გადასახადებია. ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას. გავაგრძელებთ მსოფლიოს მასშტაბით ძლიერი სავაჭრო პარტნიორობების შენებას.
ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები, პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენისა და ევროკომისიის ძალისხმევების სრულ მხარდაჭერაში მიაღწიონ სამართლიან შეთანხმებას აშშ-თან," - წერს კოშტა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე