რეზონანსი
(13.07.2025)

მარტა ბარამიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ მისივე სოციალური ქსელიდან ხდება ცნობილი. მსახიობი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მიღებული თავის ტრავმის შედეგად ტვინში სისხლის გაჟონვა დაემართა, ახლა ბევრად უკეთაა:

„გამარჯობა მეგობრებო, მარტა ვერ გწერთ, მაგრამ მთხოვა დამეწერა, რომ ბევრად უკეთ არის თქვენი წყალობით.

ხვალ იკეთებს კიდევ კვლევას და დროზე მივუსწარით… დიდ მადლობას გიხდით თქვენ ყველას ასეთი გვერდში დგომისთვის“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე