რეზონანსი
(08.07.2025)

დღეს დი­ლით, მარ­ტა ბა­რა­მი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. მისი თქმით, რამ­დე­ნი­მე ხნის წინ მი­ღე­ბუ­ლი თა­ვის ტრავ­მის შე­დე­გად ტვინ­ში სის­ხლის გა­ჟონ­ვა და­ე­მარ­თა, რის გა­მოც სას­წრა­ფო რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და დრე­ნა­ჟის ჩად­გმა ესა­ჭი­რო­ე­ბა.

"გა­მარ­ჯო­ბა მე­გობ­რე­ბო, რამ­დე­ნი­მე ხნის წინ მქონ­და ძა­ლი­ან დიდი ტრავ­მა თავ­ზე, გა­და­მოწ­მე­ბის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა რომ სის­ხლის გა­ჟონ­ვა წა­ვი­და ტვინ­ში! სას­წრა­ფოდ მე­სა­ჭი­რო­ე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და აღარც მო­რი­დე­ბას ვე­რი­დე­ბი. დღეს­ვე უნდა დავ­წვე კლი­ნი­კა­ში რომ ჩა­მიდ­გან დრე­ნა­ჟი.. აქვე და­ვურ­თავ ჩემს ან­გა­რიშს.. თქვე­ნი გვერ­დში დგო­მა მჭირ­დე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად.. შე­იძ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ მოვ­კვდე თუ დრო­ზე არ მი­ვალ მჭირ­დე­ბა ჯამ­ში 5000 ლარი", - დაწერა მარ­ტა ბარამიძემ.

"ამბები" და­უ­კავ­შირ­და მარ­ტას დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად:

"რამ­დე­ნი­მე თვის წინ, მე­გობ­რის სახ­ლში გა­და­ვე­დი ჯი­ქი­ა­ზე, მა­ცი­ვა­რი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი იყო და მუშა გა­მო­ვი­ძა­ხე გა­სა­კე­თებ­ლად. შემ­დეგ სა­ა­ბა­ზა­ნო­ში შე­ვი­ტა­ნე მი­ნის თა­რო­ე­ბი, რომ გა­მე­რე­ცხა და ამ დროს წყალ­ზე ამის­რი­ალ­და ფეხი და უკან მხრი­დან და­ვე­ცი. თავი გა­მის­კდა, რვა ნა­კე­რი დამ­ჭირ­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ სკალ­პის ქვე­ვით მქონ­და წარ­მო­ნაქ­მნი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც არ ვი­ცო­დი. ტრავ­მის დროს ესეც გას­კდა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩაქ­ცე­ვა ტვინ­შია წა­სუ­ლი და სას­წრა­ფოდ მჭირ­დე­ბა ოპე­რა­ცია. უნდა ჩა­მიდ­გან თავ­ში დრე­ნა­ჟი, რომ ეს სი­თხე ამო­ი­ღონ, თო­რემ მარ­ცხე­ნა ნა­ხე­ვარსფე­რო ისე ივ­სე­ბა სი­თხით, რომ თუ არ დავ­წვე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მოვ­კვდე­ბი.

სა­უ­ბა­რია და­ახ­ლო­ე­ბით 5 ათას ლარ­ზე. აქამ­დე კერ­ძო და­ზღვე­ვა მქონ­და, შემ­დეგ ვე­ღარ გა­და­ვი­ხა­დე და შე­მი­ჩერ­და. სრუ­ლი­ად მარ­ტო ვარ. კლი­ნი­კა არ მი­ღებს, სა­ნამ თან­ხას არ ჩა­ვუ­რი­ცხავ. რა­ნა­ი­რე­ბი არი­ან, ადა­მი­ა­ნი კვდე­ბა და არ იღე­ბენ. ახლა არ მე­ხე­ბა არა­ნა­ი­რი და­ზღვე­ვა. სა­ხელ­მწი­ფო და­ზღვე­ვაც მქონ­და იქამ­დე რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველს და აფი­ნან­სებს სას­წრა­ფომ რომ მი­გიყ­ვა­ნოს მა­გას, და­ნარ­ჩე­ნი კა­ტეს და ტო­მოგ­რა­ფი­ას არ აფი­ნან­სებს. რო­დე­საც და­ვე­ცი, მა­ში­ნაც არ და­მი­ფი­ნან­სეს. არ მინ­და, რომ მოვ­კვდე, მაგ­რამ რომ მოვ­კვდე ისე, რომ არ გა­ვი­გო, მაგასაც არა უშავს", - განაცხადა მარტა ბარამიძემ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე