პარლამენტმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში ცვლილება და„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში" ცვლილებები მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო. კანონში ცვლილება კერძო პირისა და საჯარო პირის ცილისწამებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.
„ამ კუთხით მდგომარეობა სწორდება და რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული, ის უახლოვდება ევროპულ კანონმდებლობას", - განაცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთნ".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის ნიკა ჩიტაძის შეფასებით კი, „ეს მიმართულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საწინააღმდეგოდ, რადგან კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ზეწოლა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც დღევანდელი ხელისუფლების მიმართ საკმაოდ კრიტიკულად არიან განწყობილი".
ცვლილებებს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში ცვლილება კერძო პირისა და საჯარო პირის ცილისწამებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. კერძოდ, ზუსტდება ცილისწამების განმარტება, რომლის თანახმად, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება.
ამასთანავე, 10 დღემდე მცირდება ცილისწამებისშესახებ დავისას სასამართლოს მიერ მხარეთა მორიგებისათვის დადგენილი ვადა, ნაცვლად არსებული 1-თვიანი ვადისა.
მოქმედი რეგულაციების თანახმად, სამართლებრივიდავის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრებამოსარჩელეს, ანუ პირს, რომლის შესახებაც გაკეთდაარსებითად მცდარი ფაქტის შემცველი, მისი სახელისგამტეხი განცხადება. ცვლილებების მიხედვით, მოსარჩელის ნაცვლად, მოპასუხეს, როგორცცილისწამების ავტორს, სასამართლოში თავადდაეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ მისიგანცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტსმოსარჩელის შესახებ.
ცვლილება არ გავრცელდება იმ საქმეზე, რომელზეცსარჩელი აღძრულია ამ კანონის ამოქმედებამდე დამათი წარმოება უნდა დასრულდეს ამ კანონისამოქმედებამდე მოქმედი წესით.
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში" ცვლილების თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიცთავს მიიჩნევს ცილისწამების მსხვერპლად, უფლებააქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირისწინააღმდეგ, რომელმაც მისი ვარაუდით, მის მიმართცილისწამება განახორციელა.
სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვაშესაძლებელია 100 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ან შეეძლო, გაცნობოდა იმგანცხადებას, რომელსაც იგი ცილისწამებადმიიჩნევს. პირს უფლება აქვს, სარჩელით მოითხოვოსმისთვის მიყენებული ქონებრივი ან/დაარაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება", - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერგავრცელებულ ინფორმაციაში.
ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ბევრი მიზეზის გამო ამ კანონის მიღება აუცილებელი იყო.
„მე ვფიქრობ, რომ ამ კანონის მიღება დროში დაემთხვა წინასაარჩევნო პერიოდს, მაგრამ შესაძლოა დამთხვევაც არ იყოს შემთხვევითი. ამ კანონის ირგვლივ, რომელიც 2004 წელს იქნა მიღებული თავისუფლების ინსტიტუტის აქტიური ლობირებით, პრინციპში მისმა ლიდერებმა შეიმუშავეს კანონი, რომელიც წარმოადგენდა ამერიკულ-ევროპული კანონმდებლობებიდან ამოკრეფილს და შემდეგ თავისუფლების ინსტიტუტის ლიდერების თავში გადახარშულს - ბოკერია, გივი თარგამაძე, ლევან რამიშვილი და ა.შ. მათ მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, ფაქტობრივად სიტრყვის და გამოხატვის თავისუფლება, როგორც შემდგომმა წლებმა გვაჩვენა, გახდა ერთგვარი ინსტრუმენტი პოლიტიკური ბრძოლის, კონკრეტული ადამიანის დაჩაგვრის, საქმიანი და პიროვნული რეპუტაციის შელახვის და ამით მისთვის პოლიტიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური ზიანების მიყენება. შესაბამისად, როცა ამ კანონის ადვოკატები აცხადებენ, რომ გამოხატვის თავისუფლება უფრო მეტი სიკეთეა, ვიდრე ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს ადამიანს და რამაც გარდაცვალება გამოიწვიოს, რისი მაგალითებიც გვაქვს, ჩნდება კითხვა, რა არის უფრო მეტი სიკეთე?ადამიანის ფიზიკური მდგომარეობა და მისი უდანაშაულობის პრეზუმცია? თუ ის, რომ ვიღაცას საშუალება ჰქონდეს, რაც მოეპრიანება ის ილაპარაკოს? მეორე არანაკლები პრობლემა იყო ის, რომ მტკიცებულების ტვირთი გადადიოდა თავად მოსარჩელეზე, ან თუ ადამიანი სასამრთლოში იჩივლებდა ცილისწამებაზე, მას თვითონ უნდა ემტკიცებინა, აი ასეთი უცნაური და პარადოქსული სიტუაცია იყო შექმნილი. ხოლო მოპასუხე მშვიდად უნდა დალოდებოდა იმას, რომ რამდენად შეძლებდა მოსარჩელე დამტკიცებას, მას ნამდვილად ზიანი მიადგა თუ არა. ფაქტობრივად, ის, ვინც ცილი დასწამა სხვას აბსოლუტურად არაფერზე პასუხს არ აგებდა. კიდევ მესამე მომენტი, ძალიან დიდი დრო გადიოდა მას შემდეგ, რაც საქმის განილვა მიდიოდა და ამ პერიოდის განმავლობაში ცილისწამებით მიყენებულ ზიანს კონკრეტული ადამიანისთვის მოჰქონდა მძიმე შედეგები, მათ შორის რეპუტაციული, ფინანსური და სხვა. ახლა ეს მდგომარეობა სწორდება და რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული, ეს კანონმდებლობა უახლოვდება ევროპულ კანონმდებლობას", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე ზეწოლა გააძლიეროს.
„მე მგონია, „ოცნების" ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს შეეზღუდოს გარკვეული გამოხატვის თავისუფლება. მაგალითად როცა მათ მონას უწოდებენ, ან რუსეთუმეს, დასჯადი გახდეს. ამ კანონით შეეძლებათ სასამართლოში სარჩელი შეიტანონ იმის გამო, რომ ვიღაცამ მონა უწოდა. თუ მეორე ადამიანი უჩივლებს და ვერ დამტკიცდება, რომ ვთქვათ მონაა, შესაძლოა ადამიანს ამის გამო ჯარიმა დაეკისროს. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ეს მიმართულია სიტყვის გამოხატვის თავისუფლად გამოხატვის საწინააღმდეგოდ, რადგან კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ზეწოლა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც დღევანდელი ხელისუფლების მიმართ საკმაოდ კრიტიკულად არიან განწყობილი", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე