რეზონანსი
(20.06.2025)

ბათუმი-ქობულეთის გზაზე ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ. როგორც ირკვევა, წლების წინ, ახალგაზრდა ქალის ძმაც გარდაიცვალა.

„გვანც, ვერ ვიჯერებ, ასე როგორ გენატრებოდა თორნიკე, ასე მალე როგორ წახვედი მასთან... უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ... მუდამ გვემახსოვრები, გვანც“.

„ვერასდროს, ვერასდროს წარმოვიდგენდი... ოღონდ ეს არ მენახა, გვანცა, როგორ ვიფიქრებდი, როგორ წარმოვიდგენდი, შენი ფეხით არ შეივლიდი სადარბაზოს შენ და სესო“...

„ლამის გული გამისკდეს, ისე ცუდად ვარ. ეს რა საზარელი ამბავი გავიგე, ჩემო ლამაზო გვანცა. თვალწინ ჩაიარა ჩვენმა ბავშვობამ. ვერ ვიჯერებ, ვერა. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. როგორი დაუნდობელია ცხოვრება. რა ანგელოზები ხართ... როგორ მენანებით. სიტყვები უძლურია თქვენი მშობლების სანუგეშებლად. უფალმა გაანათლოს თქვენი ლამაზი სული. ჩემო გვანცა და თვალხატულა სესო,“ - წერენ ახლობლები.

შემთხვევა წუხელ, სოფელ ხეცუბანთან მოხდა. ავარიის შედეგად დედა-შვილი ადგილზე დაიღუპა, ერთი დაშავებული კი კლინიკაში გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე