ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი თანდათან მწვავე ხასიათს იღებს, მძლავრი საჰაერო იერიშები ორივე მხრიდან მესამე დღეა არ წყდება, ისარელის ხელისუფლების განცხადებით, არ არსებობს მშვიდობიან მოსახელობაზე ფიზიკური ზიანის მიყენების გაზრახვა, თუმცა, სოციალურ ქსელებსა თუ სხვადასხვა პლატფორმაზე ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ მოსახლეობა მასობრივად გადის განსაკუთრებით თეირანიდან.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ხალხი მასიურად ქალაქგარეთ გადის, მაგრამ თუ ქვეყნიდან გასვლაა, ირანელი ლტოლვილების ტალღა პირველ რიგში მეზობელ ქვეყნებს მიადგება.
სხვადასხვა მედიასაშუალებით ცნობილი ხდება, რომ ხალხი ირანის ქალაქებიდან გადის, თეირანის გზებზე საცობებია, ხალხი ქალაქგარეთ სამხეთისკენ სოფლებში გაქცევას ცდილობს. იწერება, რომ ბენზინგასამართ სადგურებში თითქმის კილომეტრიანი რიგებიც კი დაფქსირდა. ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდებს, გაერიდონ მათ სამხედრო სამიზნეებს.
"კვირას, ირანელებმა დედაქალაქ თეირანიდან გაქცევა დაიწეს, რადგან ისრაელის საჰაერო დარტყმები ისლამური რესპუბლიკის მასშტაბით სამხედრო ინფრასტრუქტურასა და ბირთვულ ობიექტებზე მესამე დღეა გრძელდება",- წერს "The Times of Israel"-ი.
"სი-ენ-ენ"-თან კი, ირანის ადგილობრივმა მოსახლეობამ განაცხადა, რომ დედაქალაქიდან ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე სოფლებისკენ გადაადგილება სურთ, თუმცა, "გზები პარალიზებულია". გერმანული "დპა"-ს რეპორტიორმა კი განაცხადა, რომ თეირანში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრიანი რიგები დგას.
"არ მინდა სახლის დატოვება, მაგრამ ჩემს მცირეწლოვან შვილებს ამ სიტუაციაში ვერ დავტოვებ... ვიმედოვნებ, აშშ ჩაერევა ქვეყნებს შორის თავდასხმების შესაჩერებლად",- განუცხადა "სი-ენ-ენ"-ს ერთ-ერთმა ირანელმა ორი შვილის მამამ,რომლის ვინაობასაც წყარო არ ასახელებს.
ორი შვილის მამა ასევე დასძენს, რომ ხალხი შეშფოთებულია,მათ შორის მისი ოჯახის წევრებიც, რადგან ირანის რეჟიმის წარმომადგენლები "მჭიდროს დასახლებულ ზედა და საშუალო კლასის უბნებში ცხოვრობენ, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას".
ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ „არ არსებობს თეირანის მოსახლეობისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების განზრახვა".
„[ისინი] იძულებულნი იქნებიან გადაიხადონ დიქტატურის ფასი და დატოვონ თავიანთი სახლები იმ ადგილებიდან, სადაც საჭირო იქნება თეირანში რეჟიმის სამიზნეებსა და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაზე დარტყმა", - ამბობს ისრაელ კაცი.
წამოვა თუ არა ლტოლვილების ნაკადი საქართველოსკენ
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა ისრაელიდან ჩამოვიდნენ დროებით, მაგრამ ირანიდან ნაკლებადსავარაუდოა ლტოლვილტა ნაკადი მასიურად მოაწყდეს საქართველოს.
"ისრაელიდან შეიძლება ჩვენი ქართველი ებრაელები დროებით ჩამოვიდნენ დროებით თავიანთ მეგობრებთან, ნათესავებთან, მაგრამ ისევ დაბრუნდებიან, ეს სხვადასხვა დროს ყოფილა. რაც შეეხება ირანს, ირანთან საერთო საზღვარი არ გვაქვს და არაა მოსალოდნელი, რომ ირანიდან საქართველომდე შემოვიდეს ლტოლვილთა ნაკადი, როგორც ასეთი.
"თუმცაღა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საერთაშორისო წესებს დაიცავს, თუ აუცილებლობა დადგება ქალებისა და ბავშვების გადაყვანისა, საერთაშორისო წითელი ჯვრისა და გაეროს გენმდოვნის ეგიდით. ოღონდ თუ ეს აუცილებლობა დგება და არა სხვანაირი და ამ მხრივ და ამ ვითარებაში ნამდვილად არ ველი, რომ საქართველომდე მოაღწიოს მნიშვნელოვანმა ნაკადმა.
"საქართველოში ირანის მოქალაქეები გარკვეული ნაწილი ცხოვრობს, ჩამოსულები ნამდვილად არიან და შეიძლება მათთან ჩამოვიდნენ მათი ახლობლები, ეს სხვა არის, მაგრამ ნაკადს ნამდვილად არ ველი",- განაცხადა მამრაძემ.
კითხვაზე, საჰაერო გზით რამდენად მოსალოდნელია შემოვიდეს ნაკადი, მამრაძემ გვიპასუხა:
"ამას ვგულისხმობდი, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სტანდარტს დაიცავს. მე ნაკლებად ველი, მაგრამ თუ იქნება, მაშინ იქნება სრული აღრიცხვით, გაეროს წარმომადგენლების ჩართულობით, გამჭვირვალედ და არა რაღაც ფარულად.
"ნაკლებად ველი (ლტოლვილთა ნაკადს) იმის გამო, რომ ისრაელი წერტილოვან დარტყმებს დაკმაყოფილდება, რასაც აქამდე აკეთებს, სახმელეთო ოპერაციას არ ჩაატარებს. ადამიანების აყრა და ლტლვილების ნაკადო ჩნდება მაშინ, როდესაც მასშტაბური სახმელეთო ოპერაცია იწყება, ფრონტის ხაზი იქმნება და ადამიანები იძულებულები არიან სახლი დატოვონ და დაიძრან, ასეთი ნაკადი იყო ჩეჩნეთიდან, როდესაც იქ კონფლიქტი იყო",- განაცხადა პეტრე მამრაძემ "რეზონანსთან".
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაიაც ჯერჯერობით არ ელის ლტოლვილთა მძლავრ ნაკადს, თუმცა მიაჩნია, რომ თუ სიტუაცია გართულდა, ხალხი საზღვრებს მიაწყდება და პირველ რიგში ირანის სახმელეთო მეზობლებს მიადგება.
"ირანის პოლიტიკურმა ხელმძრვანელობამ უკვე დაიწყო თადარიგის დაჭერა, რომ რუსეთში მონახონ თავშესაფარი, ან თავიანთ ოჯახისწევრები მაინც გააგზავნონ. რაც შეეხება ირანელი მოქალაქეების ლტოლვითა ნაკადს, აქ რამდენიმე ვარიანტია, შესაძლოა წავიდეს თურქეთის, აზერბაიჯანის, ან სომხეთის მიმართულებით, ახლა მასიურად რომელ მიმართულებას აირჩევენ, ამაზეა საუბარი.
"ჯერჯერობით ისეთი სიტუაცია და ტენდენციაა, რომ თუ მიდიან, ან მთებში აფარებენ თავს, ან ქალაქგარეთ გადიან და გაჰყავთ ოჯახები. ისეთ, რომ მასობრივად აწყდებოდეს საზღვრებთან ხალხი, ამ ეტაპზე ასეთი რამ ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, რადგან მხარეები ერიდებიან დარტყმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე, თუმცა, ომი ისეთ ფაზაში გადავიდა, რომ საფრთხე რა თქმა უნდა თანდათან იზრდება, შეიძლება ამან რეგიონული ომის სახე მიიღოს.
"შეიძლება უკვე ალიანსებიც ჩამოყალიბდეს, ჩემი ინფორმაციით, პაკისტანმა უკვე დაიწყო ირანისთვის შეიარაღების მიწოდება და პირდაპირ მხარი დაუჭირა, ასეთი პოზიცია დააფიქსირა თურქეთმაც, საუდის არაბეთმაც კი დაგმო ისრაელის საჰაერო იერიშები. არცერთი მხარე უკან არ იხევს და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ომი კიდევ გაიწელება, ამ შემთხვევაში შეიძლება ლტოლვილთა ნაკადები გაზიარდოს.
"აქ რომ შემოვიდნენ, სომხეთი და აზერბაიჯანი უნდა გამოიარონ და თუ ომი მწვავე ფაზაში შევიდა, შეიძლება გამწარებული ადამიანები ამ ქვეყნებს მიაწყდეს, საჰაერო გზით, აქ ბევრი მაინც ვერ შემოვა. საქართველოში არსებობენ სტრუქტურები, რომლებიც ლტოლვილების საკითხებს აგვარებენ. საინტერესოა აზერბაიჯანი და სომხეთი ნაკადს სად გაატარებს, ერთი ვარიანტია რუსეთის და მეორე საქართველოს მიმართულებით.
"ირანთან საჰაერო მიმოსვლა დაკეტილია და ამ მხრივ შემოსვლა ნაკლებადსავარაუდოა, ამიტომ ისევ სახმელეთო ვარიანტი შეიძლება, თუ წამოვიდა ნაკადი და ამ ნაკადმა გაარღვია ჯერ აზერბაიჯანის და სომხეთში შევიდა და მერე ალბათ ჩვენ მოგვადგებიან. ლტოლვილებთან დაკავშირებით ჩვენ ჯერჯერობით პრიორიტეტული ვარიანტი არ ვართ",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე