კომენდატის საათი მოქმედებაშია - მას შემდეგ, რაც აშშ-ის იმიგრაციის რეიდებმა ლოს-ანჯელესში თითქმის ერთკვირიანი საპროტესტო ტალღა და მასობრივი დაპირისპირება გამოიწვია, ქალაქში ნაწილში კომენდანტის საათი ამოქმედდა, რასაც მოჰყვა დაკავებების მორიგი სერია, ეროვნული გვარდიის მობილიზება და ფედერალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ ადმინისტრაციას შორის ღია პოლიტიკური დაპირისპირება.
კომენდანტის საათის დარღვევისთვის უკვე ქალაქის ცენტრში რამდენიმე ადამიანი დააკავეს მას შემდეგ, რაც შეზღუდვები ადგილობრივი დროით ოთხშაბათს 20:00 საათზე ამოქმედდა.
ქალაქის პოლიციის დეპარტამენტმა განცხადებების სერიაში აღნიშნა, რომ დაკავებულთა შორის იყვნენ: 203 ადამიანი - დარბევაში მონაწილეობის გამო, 17 - კომენდანტის საათის დარღვევისთვის, სამი - ცეცხლსასროლი იარაღის ფლობისთვის და ერთი - პოლიციელზე სასიკვდილო იარაღით, მოლოტოვის კოქტეილით, თავდასხმისთვის.
პარასკევს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან, ლოს-ანჯელესში თითქმის 400 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 330 არალეგალი მიგრანტი და 157 ადამიანი - პოლიციელზე თავდასხმისა და ხელის შეშლის ბრალდებით. ერთ-ერთს სამართალდამცავის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.
არეულობის ჩასახშობად სულ მობილიზებული იქნა ეროვნული გვარდიის 4000 ჯარისკაცი და 700 საზღვაო ქვეითი. მათგან ნაწილს უფლება აქვს, დააკავოს მოქალაქეები პოლიციის ჩარევამდე.
აღსანიშნავია, ისიც, რომ ლოს ანჯელესის გარდა საპროტესტო აქციები აშშ-ს სხვა დიდ ქალაქებშიც მიმდინარეობს, მათ შორის ნიუ-იორკში, ოსტიშნი, ვაშნგტონსა და ჩიკაგოში.
თავდასხმა თუ თავდაცვა?
ტრამპის დაპირისპირება შტატის ოფიციალურ პირებთან მას შემდეგ გამწვავდა, რაც მან ჯარები ლოს-ანჯელესში განათავსა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქალაქს „გაათავისუფლებდა", თუმცა კალიფორნიის დემოკრატმა გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა იგი დემოკრატიაზე „თავდასხმაში" დაადანაშაულა.
ამ კვირის დასაწყისში, ტრამპმა დაიცვა ჯარების გაგზავნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი იყო ქალაქის „უცხოელი მტრის მიერ დაპყრობის" თავიდან ასაცილებლად.
ნიუსომმა უპასუხა: „მან კვლავ აირჩია ესკალაცია; მან აირჩია მეტი ძალა."
საინტერესოა, რომ ოთხშაბათს, ლოს-ანჯელესის რეგიონის ათობით მერი გაერთიანდა და მოითხოვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას შეეწყვიტა გაძლიერებული საიმიგრაციო რეიდები, რომლებმაც მათ ქალქში პანიკა გამოიწვია.
როდესაც კომენდანტის საათი დაიწყო, ლოს-ანჯელესის მერმა, კარენ ბასმა, „იქს"-ზე დაწერა, რომ ეს მიზნად ისახავდა „ცუდი აქტორების შეჩერებას, რომლებიც პრეზიდენტის ქაოტური ესკალაციით სარგებლობენ".
„ერთი კვირის წინ ყველაფერი მშვიდობიანი იყო," - განაცხადა მან ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.
„სიტუაცია პარასკევს გართულდა, როდესაც რეიდები ჩატარდა."
ბასის თქმით, ლოს-ანჯელესი გახდა „ეროვნული ექსპერიმენტის ნაწილი", რათა დადგენილიყო, რამდენად შორს შეუძლია ფედერალურ მთავრობას ადგილობრივი ხელისუფლებისა და იურისდიქციისგან ძალაუფლების აღება.
მან ადრეც მოუწოდა ადმინისტრაციას, შეეწყვიტა რეიდები.
ცნობისთვის, კომენდანტის საათის ბრძანება მოქმედებს დაახლოებით ერთი კვადრატული მილის ფართობზე - აშშ-ის სიდიდით მეორე ქალაქში.
პოლიციის უფროსმა, ჯიმ მაკდონელმა, განაცხადა: „პროტესტებისა და ძალადობის ზოგიერთი სურათი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ეს ქალაქის მასშტაბით კრიზისია, რაც სინამდვილეში ასე არ არის."
კალიფორნიის გუბერნატორმა, რომელიც დემოკრატიული პარტიის პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატად ითვლება, განაცხადა, რომ „შემდეგი სხვა შტატებია."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე