
ჩინეთმა და აშშ-მა ოთხშაბათს სავაჭრო ზავის ჩარჩო-შეთანხმებას მიაღწიეს - ლონდონში ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა დააანონსეს ექსპორტის შეზღუდვების შემსუბუქება, დაძაბულობის განმუხტვა და ჟენევაში, ასევე ლიდერთა სატელეფონო საუბარში მიღწეული კონსენსუსის რეალიზაცია.
უფრო კონკრეტულად, ჩარჩო-ხელშეკრულება გულისხმობს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს გასულ თვეს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების წინა რაუნდისა და გასულ კვირას ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრის დროს მიღწეული კონსენსუსი, - განაცხადა ჩინეთის წარმომადგენელმა ლი ჩენგანგმა ლონდონში.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს Truth Social-ის პოსტში განაცხადა, რომ ჩინეთთან „შეთანხმება" დასრულებულია.
„ჩვენი შეთანხმება ჩინეთთან დასრულებულია," - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში, პოსტი დიდი ასოებით გამოაქვეყნა და დასძინა, რომ ორივე ქვეყანა შეთანხმდა ექსპორტის შეზღუდვების შემსუბუქებაზე მაისში ჟენევაში მიღწეული წინასწარი შეთანხმების შესაბამისად.
გარდა ამისა, შეერთებული შტატები ჩინელ სტუდენტებს საშუალებას მისცემს ისწავლონ ამერიკულ უნივერსიტეტებში. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე კვირით ადრე, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გამოაცხადა გეგმა ზოგიერთი ჩინელი სტუდენტის ვიზის „აგრესიული გაუქმების" შესახებ.
„როიტერის" ცნობით, აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა ჰოვარდ ლუტნიკმა ლონდონში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორივე მხარის ოფიციალური პირები დოკუმენტს საბოლოოდ გადახედავენ, რის შემდეგაც მოხდება მისი დამტკიცება.
„თუ ეს დამტკიცდება, ჩვენ ჩარჩო-დოკუმენტი ამოქმედდება," - თქვა მან.
ლუტნიკმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ აშშ-ში იშვიათი მიწების მინერალებისა და მაგნიტების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. ოთხშაბათს ტრამპმა თავის პოსტში დაადასტურა, რომ შეთანხმება მოიცავს „სრულ მაგნიტებს და ნებისმიერ აუცილებელ იშვიათ მინერალებს, რომლებიც წინასწარ მოწოდებული იქნება ჩინეთის მიერ".
„თქვენ უნდა ელოდოთ, რომ ეს ზომები შემცირდება - დაახლოებით ისე, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა: დაბალანსებული გზით."-თვქა უტკინმა
„სავაჭრო ომში გამარჯვებულები არ არიან. ჩინეთს არ სურს ბრძოლა, მაგრამ არც ეშინია ბრძოლის," - მოგვიანბეით ჩინეთის განაცხადა ვიცე-პრემიერ ჰე ლიფენგმა.
თუმცა მოგვიანებით იმედისმცემი განცხადება გაავრცელა ტრამპმაც:
„ჩინეთის პრეზიდენტი და მე ვაპირებთ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ," - თქვა ტრამპმა. „ეს ორივე ქვეყნისთვის დიდი გამარჯვება იქნება!!!"
ექსპორტის კონტროლი ცენტრალურ ადგილს იკავებს
ლონდონის ცენტრში, ლანკასტერ ჰაუსში გამართულმა მოლაპარაკებების ბოლო რაუნდმა ხაზი გაუსვა ექსპორტის კონტროლის სულ უფრო მნიშვნელოვან როლს მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებს შორის სავაჭრო ომში.
გასულ კვირას ჩინეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების დიდი ხნის ნანატრი სატელეფონო საუბრის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ სი ძი პინი, ჩინეთის პრეზიდენტი, დათანხმდა იშვიათი მიწების მინერალებისა და მაგნიტების ნაკადის განახლებას. თუმცა მან არ დააკონკრეტა, რამდენად სწრაფად მოხდებოდა ეს ან მოხსნიდა თუ არა შეზღუდვებს სრულად.
აპრილის დასაწყისიდან, როდესაც პეკინმა ტრამპის ტარიფების საპასუხოდ გარკვეულ მინერალებზე ახალი ლიცენზირების წესები დააწესა, ჩინეთის იშვიათი მიწების საზღვარგარეთული გადაზიდვები მკვეთრად შემცირდა, რაც საფრთხეს უქმნის გლობალურ ინდუსტრიებს - ელექტრონიკიდან და თავდაცვის სფეროდან დაწყებული, ენერგეტიკითა და ავტომობილების წარმოებით დამთავრებული.
ბოლო თვის განმავლობაში ტრამპმა პეკინს დაუწესა სადამსჯელო ზომები, მათ შორის შეზღუდვები ჩინეთში ტექნოლოგიების გაყიდვებზე და მუქარა ჩინელი სტუდენტებისთვის აშშ-ის ვიზების გაუქმებით.
თეთრმა სახლმა ასევე გააფრთხილა აშშ-ის კომპანიები ჩინეთის ეროვნული ტექნოლოგიური ჩემპიონი კომპანიის, Huawei-ს მიერ წარმოებული ხელოვნური ინტელექტის ჩიპების გამოყენების წინააღმდეგ. ამ ნაბიჯებმა ჩინეთის მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია.
ცნობითვის, აშშ და ჩინეთი 12 მაისს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში შეთანხმდნენ, რომ დროებით გააუქმებენ ერთმანეთისთვის დაწესებულ დამანგრეველ ტარიფებს და გამოიყენებენ 90-დღიან ფანჯარას უფრო ფართო შეთანხმების მისაღწევად, რათა მოაგვარონ სავაჭრო დისბალანსი.
თუმცა, შემსუბუქების მიუხედავად, ჩინეთის საბაჟო მონაცემების თანახმად, მაისში ჩინეთის ექსპორტი აშშ-ში მკვეთრად - 34.5%-ით - შემცირდა, და განახლებულმა უთანხმოებამ მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი გამოიწვია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



