აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლოს-ანჯელესის "გათავისუფლების" ოპერაციას იწყებს - ეროვნული გვარდიისა და საზღვაო ქვეითების მობილიზებით ის ძალადობრივი პროტესტების შეჩერებას და, როგორც თავად აცხადებს, ამერიკული ქალაქის უცხოელი მტრისგან დაცვას ცდილობს. საპროტესტო აქციები, რომლებიც საიმიგრაციო რეიდების წინააღმდეგ დაიწყო, უკიდურეს პოლარიზაციაში გადადის; ანალიტიკოსები კი შიდა პოლიტიკური კრიზისისა და სამოქალაქო დაპირისპირების მზარდ საფრთხეებზე საუბრობენ.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია საუბრობს ლოს ანჯელესში მიმდინარე პროცესებზე და გვპასუხობს კითხვაზე, თუ ვისგან ათავისუფლებს ტრამპი აშშ-ს სიდიდით მეორე ქალქს.
„ყველაფერი დაიწყო არალეგალური მიგრანტების წინააღმდეგ ბრძოლით. ტრამპის მთავარი იდეა არის, რომ მოახდინოს ქვეყნის ლეგალურ-სამართლებრივი ფორმებში გადატანა და ყველა არალეგალური მიგრანტი გააძევოს. ამიტომ ტრამპი აპირებს მათგან ლოს-ანჯელესის გათავისუფლებას. ტრამპი საგარეო პოლიტიკიდან გადაერთო შიდა პოლიტიკაზე."
კითხვაზე რა რისკები ახლავს აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს გვაპსუხობს:
„ახლავს დიდი რისკები - ნიუ-იორკშიც დაიწყო სერიოზული დაპირისპირებები, რომლებიც შესაძლებელია ეროვნულ-პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ისიც შესაძლებელია, რომ სამართალდამცავებს ორგანიზებულმა ჯგუფებმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიონ. აქამდეც შეიძლება მივიდეს საქმე, თუ ტრამპი ამისთვის მზადაა და გამოიყენებს ეროვნულ გვარდიას, სპეციალური დანიშნულების ნაწილს. თუმცა ეს ის მომენტია - რამდენად შორს წავა ტრამპი სამოქალაქო კონფრონტაციამდე."
მაისაია ამბობს, რომ ასეთი პრეცენდენტები აშშ-ში წარსულშიც ყოფილა, თუმცა ამჯერად ტრამპს მეტად ხისტი პოლიტიკა აქვს.
„რაც შეეხება ჩემს მოსაზრებებს: 1992-1996 წლებში ანალოგიური დაპირისპირება ამერიკას უკვე გადაუტანია. თუმცა, ტრამპს აქვს ხისტი პოლიტიკა. დაიწყო საუბარი იმპიჩმენტის საკითხზეც. ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მდგომარეობა - ეს მხოლოდ ტრამპზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით ვითარება ძალიან მწვავე არ არის. ტრამპი იცავს კანონს, თავის სიტყვას. თუ მას ჰქონდა საგარეო ჩავარდნები რუსეთთან მიმართებით, ახლა ამ დაპირებების შესრულებით სურს კომპენსაციის მოხდენა შიდა პოლიტიკურ სისტემაში."-განაცხადა მაისიაამ.
რას ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია
ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მისი საიმიგრაციო რეიდები შეერთებულ შტატებში დარჩენისთვის შესაბამისი დოკუმენტების არქონის გამო ფაქტობრივ დამნაშავეებს აკავებს.
„არმიის გმირების თაობებს შორეულ სანაპიროებზე სისხლი იმისთვის არ დაუღვრიათ, რომ ენახათ, როგორ განადგურდებოდა ჩვენი ქვეყანა შემოჭრითა და მესამე სამყაროს უკანონობით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ ფორტ ბრაგში მდებარე არმიის ბაზაზე ჯარისკაცებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ტრამპის ამტკიცებს, რომ მისი ადმინისტრაცია ლოს-ანჯელესს გაათავისუფლებს.
„ის, რასაც თქვენ კალიფორნიაში ხედავთ, არის სრულმასშტაბიანი თავდასხმა მშვიდობაზე, საზოგადოებრივ წესრიგსა და ეროვნულ სუვერენიტეტზე, რომელსაც უცხო ქვეყნის დროშებით შეიარაღებული მეამბოხეები ახორციელებენ ჩვენს ქვეყანაში უცხოური შემოჭრის გაგრძელების მიზნით. ჩვენ ლოს-ანჯელესს გავათავისუფლებთ და გავხდით მას კვლავ თავისუფალსა და უსაფრთხოს", - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდნეტი აუდიტორიას დაჰპირდა, რომ , ლოს-ანჯელესში ანარქია არ გაგრძელდება.
„ეს ანარქია ვერ გაძლებს. ჩვენ არ დავუშვებთ ფედერალურ აგენტებზე თავდასხმას და არ დავუშვებთ, რომ ამერიკულ ქალაქში უცხოელი მტერი შემოიჭრას და დაიპყროს", - აღნიშნა ტრამპმა.
არმიის გმირების თაობებს შორეულ სანაპიროებზე სისხლი იმისთვის არ დაუღვრიათ, რომ ენახათ, როგორ განადგურდებოდა ჩვენი ქვეყანა შემოჭრითა და მესამე სამყაროს უკანონობით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ ფორტ ბრაგში მდებარე არმიის ბაზაზე ჯარისკაცებთან შეხვედრაზე განაცხადა.
საინტერესოა, რომ ტრამპის მიერ სამხედრი ძალების განლაგებას დემოკრატები აქტიურად ეწინააღმდეგებიან. ისინი ლოს -ანჯელესში განვითრებულ პროეცესებს „სახიფათო ესკალაციას" უწოდებენ, რომელიც მიზნად ქაოსის პროვოცირებას ისახავს.
შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აქციების მიმდინარეობისას პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები ხდება. სამართალდამცავების ინფორმაციით, შაბათს 27 ადამიანი დააკავეს, კვირას - 40, ორშაბათს - 114, სამშაბათს კი - 197. ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 4 000 ჯარისკაცისა და საზღვაო ქვეითების განლაგების გადაწყვეტილება მიიღო. კალიფორნიის გუბერნატორმა ეს ნაბიჯი შტატის სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე