მარიამ ვეკუა
(07.06.2025)

საფრანგეთი უკრაინაში დრონების წარმოებას იწყებს - ფრანგული საავტომობილო და თავდაცვითი კომპანიების ერთობლივი პროექტით, უკრაინაში დრონების საწარმო იხსნება. პარალელურად, კრემლი აცხადებს, რომ გერმანია რაკეტების წარმოებას გეგმავს. ხდება თუ არა ომში ტექნოლოგიური გარდატეხა და რას უკავშირდება ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე უკრიანის წარმატებულად ჩატარებული სამხედრო ოპერაციები.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ დასავლეთი სამხედრო ტექნიკის წარმაოებას უკრაინაში აქამდეც აქტიურად ახორციელებდა, მაისაია აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ტექნოლოგიების მეშვეობით უკრიანამ რუსეთს დიდი დარტყმა მიაყენა.

„დასავლეთი ისედაც ახორციელებდა სამხედრო ტექნიკის წარმოებას. მათ გადასცეს უკრაინელებს, მაგალითად, იგივე უპილოტო საზღვაო დრონების შესაქმნელი ტექნოლოგია, რომლითაც უკრაინელებმა, ფაქტობრივად, გაანადგურეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტი და აიძულეს ისინი დაეტოვებინათ მათ მიერ ანექსირებული ყირიმი, რაც უკვე დიდი წარმატებაა.

ფაქტობრივად, უკრაინამ დასავლეთის მიერ მოწოდებული სახსრებისა და გარკვეული ტექნოლოგიების მეშვეობით დაიწყო საკუთარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ფართო განვითარება და ახალი ტიპის სადაზვერვო და საშტურმო სტრატეგიული დანიშნულების დრონების წარმოება.

დიდი დარტყმა მიაყენეს რუსეთს ბირთვული ტრიადის მიმართულებით და გაუნადგურეს რუსული ბირთვული ტრიადის საჰაერო კომპონენტი, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, რუსეთი დარჩა ბირთვული ტრიადის საჰაერო კომპონენტის გარეშე, რაც არის იმიჯისეული დარტყმა და სტატუს ქვოს დაკნინება რუსეთის მხრიდან."-განაცხადა მაიაისაიამ.

კითხვაზე რაზე მიუთითებს უკრიანელების მიერ აქტიურ შეტევაზე გადასვლა და წარმატებული ოპერაციების წარმოება, მაისაია გვპასუხობს:

„უკრაინელები კარგად იყენებენ ასიმეტრიული ომის სტრატეგიას და ეს არის მათი წარმატებული შედეგების მთავარი არსი. რუსეთი ძლიერი მონსტრია, მაგრამ ასიმეტრიული ომის სტრატეგია იძლევა რუსეთზე გამარჯვების მნიშვნელოვან წინაპირობას

უკრაინელებმა გუშინ განახორციელეს ორი ძლიერი შეტევა რუსულ სტრატეგიული დანიშნულების აეროდრომებზე, სადაც განთავსებულია სტრატეგიული დანიშნულების ბომბდამშენები, ანუ რუსეთს, თეორიულად, შეუძლია ბირთვული იარაღის გადატანა.

მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინელებმა გაანადგურეს რუსეთის სამხედრო ესტაბლიშმენტის საკმაოდ მაღალი დონის წარმომადგენლები - გენერალური შტაბის მაღალი სამხედრო პირები."

მაისაია აღნიშნავს, რომ რუსეთში წარმატებულად ჩატარებული ოპერაციების შემდეგ პანიკაა დათესილი.

რუსეთში დათესეს ერთგვარი პანიკა. ბოლო შეტევა, რომელსაც ჰქვია "ობობის ქსელი", იყო ყველაზე წარმატებული ოპერაცია - ფაქტობრივად, რუსეთმა პოზიციები შეცვალა უკრაინის მხრიდან ბოლო პერიოდში განხორციელებული შეტევების შემდეგ.

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რუსეთში დათესეს ერთგვარი პანიკა. ბოლო შეტევა, რომელსაც ჰქვია "ობობის ქსელი", იყო ყველაზე წარმატებული ოპერაცია - ფაქტობრივად, რუსეთმა პოზიციები შეცვალა უკრაინის მხრიდან ბოლო პერიოდში განხორციელებული შეტევების შემდეგ."-განაცხადა მაისაიამ.

დასავლეთი წარმაოებას ზრდის, კრემლი ისევ იმუქრება

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ ფრანგული ავტომწარმოებელი, თავდაცვის კომპანიასთან თანამშრომლობით, უკრაინაში დრონების წარმოებას დაიწყებს.

„ვიწყებთ სრულიად ახალ პარტნიორობას, რომლის ფარგლებშიც მსხვილი ფრანგული საავტომობილო კომპანია გააერთიანებს ძალებს ფრანგულ მცირე ან საშუალო თავდაცვის საწარმოსთან, რათა უკრაინაში დრონების წარმოებისთვის წარმოების ხაზები ააწყონ", - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.

ლეკორნუმ აღნიშნა, რომ აღნიშნული დრონები მისი ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, რათა მათ „მუდმივი ტაქტიკური და ოპერატიული მზადყოფნა ჰქონდეთ, რომელიც უკრაინაში ომის რეალობას შეესაბამება".

„საჭირო არ არის, საფრანგეთის მოქალაქეებს უკრაინაში წარმოების ხაზზე მუშაობა ვთხოვოთ. უკრაინელები ჩვენზე უკეთესები არიან დრონების შემუშავებაში და, რაც მთავარია, მათი გამოყენების დოქტრინის ჩამოყალიბებაში", - აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა

საინტერესო იყო რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის ანონსი, რომელმაც განაცხადა, რომ გერმანია რაკეტების წარმოების გაჩაღებას გეგმავს.

გერმანიის მთავრობა სულ უფრო მეტად ერთვება რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში და უკრაინაში რაკეტების წარმოების გაჩაღებას გეგმავს, - ამის შესახებ სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

„ვიცით, რომ გერმანიის მთავრობა უკრაინაში რაკეტების წარმოების გაჩაღებას გეგმავს. ამით გერმანია სულ უფრო მეტად ერთვება რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში. თქვენ თვითონ გესმით, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს", - აღნიშნა ვოლოდინმა, რომელმაც ბუნდესტაგის პრეზიდენტს, იულია კლოკნერსა და გერმანიის პარლამენტის პოლიტიკური ფრაქციების ლიდერებს მიმართა.

ვოლოდინი ამტკიცებს, რომ თანამედროვე ისტორიაში რუსეთმა ყველაფერი გააკეთა ეფექტური ურთიერთქმედებისა და ეკონომიკური კავშირების დასამყარებლად, რამაც გერმანიას განვითარების საშუალება მისცა, თუმცა, ვოლოდინის თქმით, გერმანიის ამჟამინდელი მმართველი ელიტა ორ ქვეყანას შორის შეტაკებას პროვოცირებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე