
როგორი ამინდი იქნება საქართველოში ივნისის განმავლობაში. სინოპტიკოსი ხათუნა ქოქოსაძე გრძელვადიან პროგნოზს აკეთებს:
"მცირე ხანმოკლე წვიმა შენარჩუნდება და შედარებით არამდგრადი ამინდი 12 ივნისამდე შენარჩუნდება.
კვირის დასაწყისში, ტემპერატურა შედარებით დაბალი იქნება 27 გრადუსამდე, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო თვის ბოლოსკენ +30, +32 გრადუსი.
იქითა კვირიდან ტემპერატურა მოიმატებს. ცალკეულ დღეებს რაც შეეხება, მოსალოდნელია ტემპერატურის მომატება, დასავლეთ საქართველოში, +33, +36 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში, +35, +38 გრადუსამდე.
წვიმიანი ამინდები ნაკლებად იქნება, მთელი ივნისის განმავლობაში ნალექი ნაკლები იქნება და უმეტესად უნალექო ამინდები გველის“, - განუცხადა „პრაიმტაიმს“ ხათუნა ქოქოსაძემ.
პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე




