ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა 4 ივნისს გაიმართა, შეხვედრის დაწყებამდე კი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ხაზგასმით თქვა, რომ ალიანსი უსაფრთხოების კუთხით გადამწყვეტ მომენტში იმყოფება და „არასდროს არავინ უნდა იფიქროს თავდასხმაზე".
„ნატო-ს მხრიდან უკრაინის მიმართ გრძელვადიანი მხარდაჭერა მიმართულია არა ომის გახანგრძლივებისკენ, არამედ იმის უზრუნველყოფად, რომ უკრაინას შეეძლოს თავისი დაცვა ახლა და ნებისმიერი აგრესიის თავიდან აცილება მომავალში," - თქვა რუტემ.
„განვიხილავთ ნატო-ს მიერ უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელებას და ამ საშინელი ომის დასრულების აუცილებლობას," - აღნიშნა რუტემ.
რუტემ განაცხადა, რომ 4 ივნისსვე ნატო-ს მოკავშირეები, პარტნიორები და უკრაინა მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში, რომელსაც გერმანია და გაერთიანებული სამეფო უხელმძღვანელებენ.
„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაზე იმ ფონზე, როდესაც ის რუსეთის აგრესიას ებრძვის. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებით სისხლისღვრის შესაჩერებლად," - აღნიშნა რუტემ.
რუტეს განცხადებაში საყურადღებოა მისი სიტყვები, რომ ალიანსი უსაფრთხოების კუთხით გადამწყვეტ მომენტში იმყოფება, აღნიშნა, რომ „ძლიერი თავდაცვა მკაფიო გზავნილს აგზავნის".
„ნუ დაუშვებთ შეცდომას - ნატო დღეს ძლიერია და კიდევ უფრო ძლიერები გავხდებით. ძლიერი თავდაცვა მკაფიო გზავნილს აგზავნის - არავინ არასდროს არ უნდა იფიქროს ჩვენზე თავდასხმაზე," - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
შეგახსენებთ, რომ რუტეს განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერების შესახებ ინფორმაცია „როიტერმა" გაავრცელა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ რუსები მოითხოვენ, ნატოში არ გაწევრიანდეს უკრაინა, მოლდოვა და საქართველო.
4 ივნისს კი აშშ-ის ელჩმა ნატოში, მეთიუ უიტეკერმა, განაცხადა, რომ „ამჟამად უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი არც განიხილება".
„ჩვენ ნატო-ს ერთადერთი მოკავშირე არ ვართ, რომელიც ასე ფიქრობს. თუმცა საბოლოოდ, გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ტრამპმა და 32-მა მოკავშირემ ერთსულოვნად უნდა მიიღონ," - განაცხადა მეთიუ უიტეკერმა
ნატო-ში აშშ-ის ელჩი უკრაინის მიერ დრონების გამოყენებით ჩატარებულ ოპერაცია „ობობას ქსელს" გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს ომი უნდა დასრულდეს".
„როგორც კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, ეს ომი უნდა დასრულდეს. პრეზიდენტ ტრამპსაც ამის სჯერა. ათასობით ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო პირი, იღუპება. პრეზიდენტ ტრამპს სურს, რომ ეს ომი დასრულდეს. მან იცის, რომ ამ ომის დასრულება სამხედრო..."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე