ნატალია ჯვარიძე
(04.06.2025)

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 100 000 დრონს გადასცემს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა. მისივე განცხადებით, უკრაინა 359 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების დრონებს 2026 წლის აპრილამდე მიიღებს.

„დიდი ბრიტანეთი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ასობით ათასი დრონისა და საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებით კიდევ უფრო აძლიერებს", - განაცხადა ჯონ ჰილიმ.

ამასთან, ჯონ ჰილის ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა იანვრის შემდეგ უკრაინას 140 000 საარტილერიო ჭურვი გადასცა და წელს ლონდონი უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნებისთვის 247 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს.

კავკასიის საკითხებში ექსპერტის მამუკა არეშიძის განცხადებით, ბრიტანეთის მხრიდან დრონების მიწოდება უფრო პოლიტიკური ნაბიჯია.

„მე ამის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ, შემიძლია ლოგიკას მივყვე და გითხრათ, რომ პირველ რიგში, ეს არის პოლიტიკური ჟესტი, როელიც ბრიტანეთის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია.

მეორე, გამორიცხული არ არის ეს დრონები გაცილებით უფრო მაღალი ტექნოლოგია იყოს, ვიდრე უკრაინელი დრონები. რამდენადაც მე მსმენია, უკრაინელები სხვადასხვა მოდიფიკაციის დრონებს ქმნიან, მაგრამ მწირი რესურსებიდან გამომდინარე, ზოგ შემთხვევაში ამ დრონების ძირითადი მასა დაბალი ტექნოლოგისაა, თუმცა რა თქმა უნდა, მაღალტექნოლოგიური დრონებიც აქვთ. თუმცა ეს არის ბრიტანეთის მხრიდან დემონსტრირებაა იმისა, რომ დახმარება გრძელდება", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრ კოზენკოს განცხადებით, უკრაინას წელიწადში 10 მილიონამდე დრონის წარმოება შეუძლია. ამასთან, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზში აღნიშნულია: „დიდ ბრიტანეთში დამზადებული დრონების უმეტესობა არის უახლესი დაწყებული მაღალი მანევრირების პირველი პირის ხედვის (FPV) დრონებით, რომლებიც ზუსტად უტევენ რუსულ სამიზნეებს, დამთავრებული ჩამჭრელი დრონებით, რომლებიც შექმნილია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად რუსული რაკეტებისა და დრონების განადგურებით, ასევე, ახალი ბოჭკოვანი ოპტიკური დრონებით, რომლებიც დაკავშირებულია კაბელით.

ის იცავს რუსული ელექტრონული საბრძოლო სისტემების ჩახშობისგან. დიდი ბრიტანეთი ასევე აწვდის შედარებით დაბალფასიან დრონებს, რომლებსაც შეუძლიათ ასაფეთქებელი ნივთიერებების ჩაყრა რუსეთის პოზიციებზე. ამ ტიპის დრონებსა და FPV სისტემებს შორის,

როგორც ამბობენ, ეს ორი ტიპის დრონები პასუხისმგებელია რუსული აღჭურვილობისთვის ამჟამად მიყენებული ზიანის 60-70%-ზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე