რეზონანსი
(29.05.2025)

„ხმალი ავლესოთ, ქართველებო“, „აღმაშენებელი თბილისს მობძრანდება“; „მარტოხელა, მარტოსული, ქალბატონო“ - ამ საყოველთაოდ ცნობილი სიმღერების ლექსები პოეტ თინათინ მღვდლიაშვილს ეკუთვნის. ის ჟურნალ „სარკეს“ უმხელს, რომ მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა:
„განვლილმა დრომ, ქვეყნის სვე-ბედზე დარდმა და უსამართლობამ ჩემს ჯანმრთელობაზე იმოქმედა. ონკოლოგიური პაციენტი ვარ, რამდენიმე წლის წინ სამი ოპერაცია გავიკეთე ზედიზედ. ვცხოვრობ ისე, როგორც ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა, სივიწროვესა და უსახსრობაში. უფლის იმედი მაქვს, ვიცი, უსასოოდ არ დამტოვებს", - განაცხადა პოეტმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე




