26 მაისის წინ პოლიტიკური ტემპერატურა მკვეთრად იზრდება - ოპოზიციური სპექტრის ნაწილი რადიკალურ ქმედებებს აანონსებს, ხელისუფლება კი კანონის ძალით პასუხის გაცემაზე საუბრობენ.
თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს,რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ყველაფერს გააკეთებენ, რომ დაგეგმილი პროვოკაციები გაანეიტრალონ,
„26 მაისი არის დამოუკიდებლობის დღე. ეს არის ყველას დღე და არავის აქვს უფლება, რომ საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო, თავისი ინსტიტუტები ყველაფერს გააკეთებს, რომ ასეთი ბინძური პროვოკაციები იქნეს არიდებული, რაც დააანონსა თუნდაც, სალომე ზურაბიშვილმა... გედევან ფოფხაძე ჩერჩეტია ჩვეულებრივ. რა თქმა უნდა, პროვოკაციების მცდელობა ექნებათ. ეს არ არის პირველი შემთხვევაჩვენვხედავთ, თუროგორმარგინალიზებულებიარიანმთლიანადაღნიშნულიდაჯგუფება. რადიკალიზმი, აგენტურა, ისადამიანები, რომლებიცგარედანფინანსდებიან, ვერასდროსგაიმარჯვებენამქვეყანაში. ასეთადამიანებიყოველთვისგანწირულიიქნებიანმარცხისთვის," - განაცხადაკალაძემ.
პრემიერი ირაკლი კობახიძეც გამოემხაურა 26 მაისის საკითხს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციას ელემენტარული რესურსიც კი არ აქვთ.საუბრობენ პროვოკაციებზე, მსხვერპლზეც კი, თუმცა რადიკალური ოპოზიციის გეგმებს, რა თქმა უნდა, განხორციელება არ უწერია, 26 მაისი არის ეროვნული დღესასწაული და შესაბამისად ჩატარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„საუბრობენ პროვოკაციებზე, მსხვერპლზეც კი, თუმცა მათ გეგმებს, რა თქმა უნდა, განხორციელება არ უწერია. ამის ელემენტარული რესურსი არ აქვთ მათ. ხედავთ, სადამდე მიიყვანა საკუთარმა პატრონმა ოპოზიცია. ყოველდღიურად, დაახლოებით, 150 ადამიანი გამოდის რუსთაველის გამზირზე და ისინი ყოველდღე აჩვენებენ საზოგადოებას, როგორია ოპოზიციის უსუსური სახე. ამ პირობებში არავითარი პროვოკაციის მოწყობის რესურსი არ აქვს რადიკალურ ოპოზიციას. შესაბამისად, 26 მაისის ზეიმი ჩაივლის ისე, როგორც უნდა ჩაიაროს" - განაცხადა კობახიძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ ოპოზიცონერები, ანჯერადაც ფუჭ მოლოდინებს ქმნიან, ფიქრობს, რომ 26 მაისსაც კიდევ ერთხელ ვიხილავთ ოპოზიციონერების იმედგაცრულებული მხარდამჭერების სახეებს.
„ბოლო პერიოდში სამწუხარო განცხადებები შეიმჩნევა რადიკალური ფრთის ცალკეული წარმომადგენლებისგან, რომლებიც ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას აანონსებენ. შესაბამისად, ეს ჯდება უკანონობის სიბრტყეში. როცა უკანონობაა, მას კანონიერ პასუხიც გაეცემა სამართალდამცავების მხრიდან.
26 მაისის შემთხვევაში არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - ე.წ. დეჟა ვიუ. მანამდეც, შარშანაც, კიდევ უფრო ადრე, ოპოზიცია აანონსებდა გადამწყვეტ დღესა და მომენტებს, რომლებიც ემთხვეოდა ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღებს, თუმცა შედეგი ნულოვანი იყო. ამჯერადაც, როცა 26 მაისს თვითმარქვია პრეზიდენტი ვიღაც თვითმარქვია გენერლების მეშვეობით ჩაიბარებს აღლუმს, ზუსტად იგივე განმეორდება - იქნება რადიკალი ოპოზიციონერების ჭარბი მოლოდინები, თუმცა რეალობა სულ სხვა გამოვა."
აბაშიძე ამბობს, რომ პროცესები ისე განვითრდება, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.
„ვფიქრობ, ბევრმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გააცნობიერა ის, რომ უკანონო ქმედებები სახელმწიფოს წინაშე დასჯადია და გადახედვას არ ექვემდებარება. შესაბამისად, მინდა მჯეროდეს, რომ ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ სპექტრში შეგნება მაღალია, პასუხისმგებლობა მაღალია და არ დაუშვებენ ცალკეულ რადიკალთა გამოხტომებს, რომ მოხდეს ექსტრემისტული ქმედებები.
ასე რომ, რაღაცის დაანონსება და ოპოზიციონერი ლიდერების მიმდევრების კვლავ გააქტიურება ფუჭი იქნება და კვლავ იმედგაცრუება ექნებათ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ფსევდოპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ენდობა. ის, თავისი პოლიტიკური უხერხემლობითვერაფერს ახალს შესთავაზებს საზოგადოებას - იქნება მოწოდებები, გაცვეთილი ფრაზები, მაგრამ საბოლოო ჯამში პროცესი იქამდე მივა, რომ მოუწევს ე.წ. ბოიკოტის რეჟიმში მყოფ რამდენიმე (თუ არა ყველა) ოპოზიციურ პარტიას, რომ მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა - გასინჯონ თავიანთი პოლიტიკური მაჯის ცემა."-განაცხადა აბაშიძემ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე კი საუბრობს 26 მაისის მნიშვნელობაზე და არ გამორიცხავს, რომ ამ დღემ შესაძლოა დიდი გარდატეხა მოახდინოს პროტესტზე.
„მე მგონია, რომ იქნება ხალხის შეკრება და შემდეგ მოხდება მათი გაერთიანება. ეს მოხდება დღის მეორე ნახევარში, რადგან ვიცით, რომ დღის პირველ ნახევარში უნდა ჩატარდეს აღლუმი, რომელსაც ხელისუფლება ატარებს. გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ განცხადებები გაკეთდეს ოპოზიციონერების მხრიდან მომავალ პროცესთან დაკავშირებით.
ამ დღემ შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს პროტესტზე. გვახსოვს, რომ 31 მარტს უამრავი ხალხი შეიკრიბა, თუმცა არ იყო ზურაბიშვილის მხრიდან გამოკვეთილი პოზიცია. იქ იყო დაპირისპირება - გვახსოვს სააკაშვილის პლაკატზე მომხდარი ინციდენტი, ამიტომაც მთლად წარმატებული არ იყო ის აქცია.
აქედან გამომდინარე, შესაძლოა ახლა უფრო კოორდინირებულ ქმედებებს მივიღოთ.
26-ის შემდეგ ამას უნდა მოჰყვეს რაღაც სხვა შედეგი - ვთქვათ, უნდა გაგრძელდეს აქციები, სხვანაირი პოლიტიკა წარიმართოს და მდგომარეობა გამოკეთდეს.
სხვა მხრივ, მომიტინგეთა რაოდენობამ რუსთაველზე, მოგეხსენებათ, იკლო."-განაცხადა ჩიტაძემ.
„26 მაისს რადიკალიზაციის მომხრე ვარ. მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება, ხელისუფლების პარალიზება, მათ ვერანაირი ნაბიჯი ვერ უნდა გადადგან და დარჩნენ ქართველი ხალხის პირისპირ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია „კავკასიის" ეთერში განაცხადა.
ფოფზაძემ განაცხადა, რომ ბევრია ვინც განწყობილია „სიკვდილისთვისაც, ციხისთვისაც, თვდადებისთვისაც", მისივე თქმით, ყველაფრის დაორგანიზება 26 მაისს შეიძლება და „არ არის გადასადები"
„ჩვენ თუ ბევრი ვართ, ვიკრიბებით, გაბრაზებულები ვართ და ვიცით, რა გვინდა, იქ აბსოლუტურად შესაძლებელია ამ ყველაფრის დაორგანიზება. იმ დღეს, 26 მაისს და არ არის გადასადები. თუ ვატყობთ, რომ 26 მაისს ჩვენმა რადიკალიზაციამ, შეიძლება, მსხვერპლი გამოიღოს და ამ მსხვერპლის გვეშინია ან მიგვაჩნია, რომ ეს მსხვერპლი არ ღირს ამ ეტაპზე, მიმაჩნია, რომ სხვას ვერ მოვუწოდებ, მსხვერპლად იქცეს, მაგრამ ჩვენ, ვისაც მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის და ყოფნა-არყოფნის ბედი წყდება, ამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.
მე არავის ვესვრი, მაგრამ სხვის ნასროლ ტყვიას არ დავემალები. ამას ვუცხადებ თეა წულუკიანსაც, ბიძინა ივანიშვილსაც და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც გადაწყვიტა, წაგვართვას სამშობლო და მომავალი. მათ ეს უნდა ესმოდეთ, ჩვენ უკან დამხევი ხალხი არ ვართ. ბევრია, ვინც განწყობილია ციხისთვისაც, სიკვდილისთვისაც, თავდადებისთვისაც, ძალიან ბევრი ვართ ასეთი, ვინც ყველაფერზე წავალთ, ოღონდ საქართველოს მომავალი გადავარჩინოთ", - განაცხადა ფოფხაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე